ნოტა ბენე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონ უილიამ ჯ.კლინტონისადმი – ქ. ბაქო, 1999 წლის 8 თებერვალი

 პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში არ არის პროგრესი. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისევ დარღვეულია, აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, 1 მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილი, ძალადობრივად გამოძევებული მშობლიური ადგილებიდან, აი, უკვე ხუთი წელია დიდ გაჭირვებას განიცდის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები NoNo 822, 853, 874, 884 ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანის მოთხოვნით არ სრულდება.