ტომას დე ვალი: „სომხეთის სსრ  სომხებისათვის ახალი სამშობლოს მიზნით იქნა შექმნილი…„

Tomas de Vaal

19 საუკუნეში  თურქეთიდან და ირანიდან  ათასობით სომხური ოჯახის გადმოსახლების შემდეგ ირავანი ნელი–ნელ სომხურ ქალაქად იქცა. 1870 წელს  აქ სულ  12 ათასი კაცი ცხოვრობდა , ასე ,რომ შუშაზეც კი პატარა იყო. ამ მიზეზით სომეხი ლტოლვილები სამუშაოს ბაქოში ეძებდნენ. (Lourie, Yerevan’s Phenomenon, p. 177-178).

პასკევიჩი:   “ლტოლვილთა უმრავლესობას, განსაკუთრებით კი ღარიბებს ყარაბაღში გადასახლება უნდოდათ…“

paskevich-ivan-fedorovich

სომხების ირანიდან გადმოსახლების მთავარი მიზანი  რუსეთის აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიების „გაქრისტიანება„ , ანუ უფრო სწორად  „გასომხება„ იყო. XIX საუკუნის  30–იანი წლების  დასაწყისში „ამიერკავკაიის „ადმინისტრაციული   შემადგენლობის „ განსაზღვრისათვის  სენატორების პ.ი.კუტიაისოვისა  და ი.ი. მეჩნიკოვის  ამ ტერიტორიაზე ჩამოსვლა   სწორედ რომ, ამ მიზანს ემსახურებოდა. მათ სურდათ  „ამ რეგიონში   მცხოვრებნი  მართმადიდებლური რელიგიით   განემსჭვალათ  და  გამაცოცხლებელი  ჯვარი  ისლამის  ნანგრევებზე აეღორძინებინათ“ ,რისთვისაც  „ ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებს  „სთავაზობდნენ„ –აიძულებდნენ,რომ რუსულად ეგრძნოთ, ეფიქრათ და  ელაპარაკათ “,

რუსეთის ბატონობამდე  სომხები აქ არასოდეს  უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ

Эриванское ханство boyuk

სომხეთის პრეზიდენტმა  სერჟ სარქისიანმა  სრულიად სასცილო,  ყოველივე მეცნიერულ და  ისტორიულ  ფაქტებს მოკლებული  განცხადება გააკეთა. მისი თქმით  ყარაბაღის მოსახლეობა  ათასწლების მანძილზე „მხოლოდ სომხებისაგან„ , შესდგებოდა „თურქულ–მუსლიმანურმა„  ტომებმა   კი  მხოლოდ XVIII  საუკუნის  მეორე ნახევარში იწყეს  აქ გადმოსახლება .

სამუელ ვიმსი :„რუსებმა თავიაანთი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის კავკასიაში დემოგრაფიული ცვლილებები გაატარეს„

samuel weems

…რუსეთმა 1826 წელს კავკასიის მიერთების პროცესი წამოიწყო.იმ დროის რუსული დოკუმენტების საფუძველზე  ყარაბაღში 90 ათასი კაცი ცხოვრობდა.  იქ ერთი დიდი ქალაქი და 600 სოფელი  იყო და მათგან მხოლოდ 150 –ში  ცხოვრობდნენ სომხები. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს  აღნიშნული ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით  გადასახლების შედეგად    მათი ადგილ–მამულები  სომხებს დარჩათ და  ამ მიწების ძირითად მაცხოვრებლებად იქცნენ.1823–1830 წლებში  რუსებმა აღნიშნულ  მიწებზე 130 ათასზე მეტი სომეხი  გადმოასახლეს და მათ ადგილობრივთა  სახლ–კარი,მიწები დაურიგეს იმ მიზნით,რომ ისინი რუსეთის იმპერიას  მხარს დაუჭერდნენ.