ზანგილანი

ზანგილანის რაიონი

ზანგილანის  რაიონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის   ერ–ერთი ადმინიტრაციული რაიონია. დაარსებულია 1930 წელს  . მდებარეობს მცირე კავკასიის  სამხრეთ–აღმოსავლეთით  ,მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზე,ესაზღვრება ირანის ისლამური რესპუბლიკას . ტერიტორია 707 კმ2.  მოსახლეობა 37.4  ათასი კაცია ( 01.01.2006) რაიონული  ცენტრი ქალაქი ზანგილანი  .

რაიონში შედის  ქალაქი ზანგილანი  და სოფლები  აღ ოიუგი,მინჯივანი,ბართაზი, აღბანდი,ჰაქარი,შარაქანის დასახლება და მალათქეშინი,გენლიქი, ბეშდალი,ქეჩიქლი,ბართაზი,გარგოლი,ორდექლი,გარაგოზლი,გარადერა,ჩოფედარა,ბაჰარლი,სობუ,დელლექლი,რაზდარა,ქოლლუგიშლაგი,სათარიზი,მაშადიისმაილლი,ზანგილანი,იჩარი მუშლანი,მალიქლი,გირაგ მუშლანი,უდგონი, იენიქენდი, რაბანდა,სარილი,ხუმარლი, ჰაჯალლი, შარიფანი,მუღანლი, ხურამა,მამედბეკლი,ბაბალი,ზარნალი, ჰავალი,აშაღა იემაზლი,ორთა იემაზლი, იუხარი იემაზლი,, სარილი ხაშთაბი,გუიდარა ხაშთაბი,ისკენდერბეკლი,აღბიზი,აღაქიშილერი,ვეჟნალი,მუღანლი,ალადინი, დარა გილათაღი,შამლი,მირზაჰასანლი, ბურუნლუ, სეიდლერი,შაიფლი, გარაგოლი, ნაჯაფლარი,იუსიფლარი,თაღლი,ჯაჰანგირბეკლი,თურაბათი,თირი,ვალიგულუბეკლი, აღქენდი,ამირზანლი,გაზანჩი,განბარი,გუნგიშლაგი,დარალი,ბირინჯი აღალი,იქინჯი აღალი,უჩუეჯუ აღალი,ბოიქ გულათაღა, იუხარი გაიალი,, სარიგიშლაგი,ბირინჯი ალიბეკლი,იქინჯი ალიბეკლი,ვანანდლი, აშაღა გოიალი,შაფიბეკლი, ფირვეისლი და ქოსაგანი.

რაიონის რელიეფი  ძირითადად დასავლეთით მთიანი,აღმოსავლეთით კი ვაკეა.აქ  შეხვდებით თაბაშირის და ნეოგენურ ქანებს.სასარგებლო წიაღისეული: საამშენებლო ქვები, კირი,შავი მარმარილო,ოქრო და სხ.

რაიონის დიდი ნაწილში  ზამთარი  ძირითადად მშრალი იცის,თბილი  კლიმატით.   იანვარში საშუალო ტემპერატურა-1°C,ივლისში25°C, წლიური ნალექი 400–500 მმ–ია. რაიონის ტერიტორიაზე ჩამდინარე  მდინარეები (ჰაქარი,ოხჩი)არაქსის ბასეინს განეკუთვნებიან.

ვაკიან ნაწილში  და მთის ფერდობზე    მთის  წაბლისფერი,,მთის რუხი–ყავისფერი,მთიან ნაწილში  კი ყავისფერი მთა–ტყის ნიადაგია.  მცენარეული საფარს შეადგენს  მშრალი სტეპური, მთის ქსეროფიტული მცენარეები, მთიან ნაწილს  ბუჩქები, ფართოფოთლოვანი ტყეები, (მუხა, რცხილა და სხვ.) ბასიმჩაის ხეობაში არის უნიკალური  ალვის ხის  ტყეები  (ბასითჩაი  სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალი). ცხოველები: ირემი, გარეული ღორი, დათვი, მელა და სხვ. ფრინველი: თურაჯი, კაკაბი, როჭო და სხვ.

რაიონის ძირითადად  საქმიანობას   მევენახეობა, მეთამბაქეობა, მებოსტნეობა და მეცხოველეობა შეადგენს . რაიონში 2 ღვინის, პურის და  ერთი საკონსერვო  ქარხანაა, 2 საქსოვი კომბინატი, საამშენებლო, მარმარილოს და  კირის საამქროები და სხ.

რაიონში არის  39 საერთო საშუალო სკოლა, 3 მუსიკალური სკოლა, ტექნიკუმი,  ისტორიულ– მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი, 1 ბიბლიოთეკა 4 სასოფლო საავადმყოფო,4 საფელდშერო–საბებიო პუნქტი, რკინიგზის საავადმყოფო და სხ.

 ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლები: წრიული  ბურჯი (14ს.),სამარხი (1304–05 წწ)სარდაბები (13–14 სს) და სხ.

 1993 წლის 29–30 ოქტომბერს   სომეხთა  სამხედრო დაჯგუფებების მიერ ოკუპირებულ იქნა.

აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია 25 ტომად,, ტლმი “ აზერბაიჯანი“, ბაქო 2007 , 875   გვ.