1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

მუსა გასიმლი : „ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

12.03.2019

musa qasimli

 

1905.az–ი  ესაუბრა  სახალხო დეპუტატ, პროფესორ მუსა გასიმლის

 – ბატონო მუსა, თქვენ პირველი მსოფლიო ომის მკვლევარი ბრძანდებით.ჯუმურიეთის პერიოდში 1918 წლის გენოციდის   საგანგებო  კვლევითი კომისიის წევრების შემადგენლობაში , ძირითადად  სხვა ეროვნების მომხსენებელების ყოფნა  აღნიშნული  კომისიის  ტენდენციურ მოღვაწეობაზე არ მიანიშნებს?

 – აზერბაიჯანელების  წინააღმდეგ გატარებულმა გენოციდმა 1918 წლის  მარტის თვეში პიკს მიაღწია. შემდეგ კი სხვა რეგიონებში  გავრცელდა . რამდენიმე დღის მანძილზე  მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ ამოხოცეს,რომ თურქი–მუსლიმანები იყვნენ.ჩვენში არსებულ საარქივო მასალებში გენოციდის მსხვერპლთა რაოდენობა 8,10,12  სხვა წყაროები კი  15 ათასს  კაცს უდრის .უცხოურ  ინფორმაციებში კი წერია,რომ  მარტო ბაქოში 20–25 ათასი  კაცი მოკლეს.მაგალითად, იმ დროის ინგლისურ საარქივო  დოკუმენტებში ვკითხულობთ:  მოვლენების დროს  ქალაქ ბაქოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის  მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა.იმ დროისათვის  ქალაქ ბაქოს  280–300 ათასი კაც მკვიდრთა შორის  80–100 ათასს აზერბაიჯანელები  შეადგენდნენ . ამ რიცხვის მეოთხედი ნაწილი კი 20–25 ათას კაცს უდრის. ჯუმურიეთის გამოცხადებიდან რამდენიმე ხნის , შემდეგ ივლისის თვეში აზერბაიჯანის მთავრობამ  საგანგებო კვლევითი კომისია შექმნა. კომისიის წევრები განსაკუთრებული  ნდობით აღჭურვილი  არააზერბაიჯანელები იყვნენ. კვლევითი კომისიის წევრები  გენოციდის მსხვერპლ პირებს და მათი  ოჯახის წევრებს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ.  ეს ჩანაწერები მოგვიანექით  რამდენიმე ტომად გამოიცა. რაც შეეხება კვლევითი კომისიის წევრების მუშაობას ,მან ერთხელ კიდევ გვიჩვენა,რომ  ბაქოში განხორციელებული  გენოციდის უპირველესი მიზანი–  აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის  გამოცხადებისათვის  წინააღმდეობის გაწევაა , აბშერონის ნახევარკუნძულის  ადგილობრივი მოსახლეთაგან განწმენდა, ბაქოს ნავთობისა და ევრაზიაში გამავალი გზის დაპატრონება იყო.

 –ბაქოს კომუნის ხელმძვანელების ნ.ნარიმანოვის, მ. აზიზბეკოვის და მ.ვეზიროვის გენოციდის მოვლენებთან კავშირის დამადასტურებელი    რაიმე ფაქტები ხომ არ მოიპოვება?  

 –გენოციდის ფაქტი აზერბაიჯანელმა ბოშევიკებმა თვითონაც აღიარეს. გამოჩენილი აზერბაიჯანელი  სახელმწიფო   მოღვაწე  ნარიმან ნარიმანოვი თავის  სტატიებში ერთმნიშვნელოვნად წერდა ,რომ მთელს კავკასიაში  მხოლოდ ერთი ერი  –მუსლიმანები  იხოცებიან. . იმ პერიოდში სომეხი ბოლშევიკები , დაშნაკთა დაჯგუფებები   პარტიულ   კუთვნილებას   მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ . მათ მუსლიმანი თურქი სოციალისტებიც კი ამოუხოცავთ,მაგრამ,მათ ვინც  გენოციდი განახორციელეს  სურვილი ვერ აისრულეს.მართალია ,მათ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო გაართულეს,პროცესი შეანელეს,მაგრამ  დამოუკიდებლობა ვერ შეაჩერეს .  რამდენიმე ხნის შემდეგ აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მაინც მოიპოვა..

– ხალხის შემდგომ ბედზე რა როლი ითამაშა დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებამ და ჯუმურიეთმა , რომელიც 23 თვის მანძილზე არსებობდა   ?

 – ჯუმურიეთის შექმნა  არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხის ,არამედ  მონობის ქვეშ  დაბეჩავებული მთელი მუსლიმანი ხალხების ცხოვრებაში ისტორიული მოვლენა  იყო. რესპუბლიკის იდეა და სახელმწიფო მართვის  ხელოვნება მუსლიმან ხალხთა შორის  აზერბაიჯანელმა ხალხმა შემოიტანა. მათ,აზერბაიჯანელმა ხალხმა უღელქვეშ ყოფნისაგან განთავისუფლების გზა უჩვენა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  გაციმბირებულმა  მუსლიმანი ხალხის მრავალმა წარმომადგენელმა აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით აზერბაიჯანის ირკუტსკში არსებული  საკონსულოს მიმართა .

 –1918 წელს აზერბაიჯანის მრავალ რეგიონში მასობრივი გენოციდი იქნა გატარებული.მათაგან ყველაზე საშინელი 31 მარტის გენოციდი იყო. ამგვარი მხეცური მოქმედებების პერიოდში  ქვეყნის შიგნით  ისეთი ძალა არ მოიძებნებოდა,რომ ამ მოვლენებს წინ აღსდგომოდა?   

– ყოველთვის ცდილობენ დაგვიმტკიცონ ,რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი ისტორია არ გაგვაჩნია თითქოს და ჩვენი ისტორია ყაჩაღ–ფირალთა  ისტორიაა. ზოგჯერ ,1918 წლის გენოციდზე საუბრისას ბაქოში არსებულ ყოჩებზე(ავტორიტეტებზე) საუბრობენ.ყოჩთა მოღვაწეობა აზერბაიჯანული ისტორიის ერთ ფურცელს წარმოადგენს ,მაგრამ ის ჩვენი ოფიციალური სახელმწიფო ისტორია არ არის . გენოციდის პერიოდში აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ არც ყოფილიყო, მას  ჰყავდა მცირე რიცხოვანი ველური დივიზა  ,რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევდა. აზერბაიჯანელების სისუსტეს სამხედრო თვალსაზრისით  რამდენიმე   მიზეზი განაპირობებდა , ცარიზმის მიერ აზერბაიჯანის ჩრდილოეთის დაპყრობის შემდეგ ,ისინი მუსლიმანებს არასდროს აღარ ენდობოდნენ, მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ იწვევდნენ.ამრიგად  აზერბაიჯანელებმა  ერთდროულად თან სამხედრო სისტემა დაივიწყეს და ამავე დროს   სამხედრო სამსახურის გაუვლელობისათვის გადასახადსაც იხდიდნენ. მიუხედავად ამისა ცარიზმის გვარდიაში მოსამსახურე რამდენიმე გენერალი გვყავდა.

 – დამდეგ 24 აპრილს  ეგრეთწოდებული სომხური გენოციდის 100 წლისთავი სრულდება.  უკანასკნელი ინფორმაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვა,რომ  სომხები დიდად ემზადებიან ფართო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებისათვის. 2015 წელს კი  ჩვენს წინააღმდეგ  განხორციელებულ გენოციდს  110 წელი უსრულდება,ამ გენოციდის მსოფლოსათვის გასაცნობად  რას ვაკეთებთ?  

 –ეგრეთწოდებული სომხური გენოციდის შესახებ მრავალი  საარქივო დოკუმენტი მაქვს წაკითხული,  ზოგიერთის შესახებ მონოგრაფიაც მაქვს დაწერილი და  ბაქოში და მოსკოვში გამოცემული,აღნიშნული მონოგრაფიები  ანკარაში სპეციალისტების მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ამ ახლო ხანებში დაიბეჭდება. ისტორიას „სომხური გენოციდის„ სახელწოდებით  არაფერი არ ახსოვს. გენოციდი, პირველი მსოფლიო ომის  წლებში  სომეხთა შეიარაღებული დაჯგუფებების  მიერ, ისტორიულ თურქულ მიწებზე დაშნაკი სომეხი ყაჩაღების მიერ  იქნა განხორციელებული . სომეხთა შეიარაღებული ძალები  ცარიზმის რუსეთის  ფინანსური  მხარდაჭერით  და ორგანიზებით იყო შექმნილი.ამის დასამტკიცებლად  მრავალი  წყარო  მოგვეპოვება.1915 წლის შემდეგ ამ საკითხის  წამოყენების ინიციატორი ცარიზმის რუსეთი გახლავთ. ცარიზმის რუსეთს  დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ოსმალებისადმი მიმართვა  მიუღიათ. ცარიზმის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  დოკუმენტებში წერია, ოსმალებისადმი ერთობლივი მიმართვა სომხებს სულიერად აამაღლებს და  ჩვენც მომავალ პოლიტიკაში დახმარებას გაგვიწევს . სომხურ  საკითხად წოდებული მასალის ავტორი ცარიზმის რუსეთია. მრავალი წლის მანძილზე  მთელი მსოფლიო მხოლოდ და მხოლოდ სომხების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ისმენდა ,უკანასკნელ წლებში კი  აზერბაიჯანის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად  ჩვენი პოზიციის გაცნობაც დაიწყეს.  ჩვენი პოზიცია ისტორიულ სიმართლეს ასახავს. ბოლო წლებში ბატონ პრეზიდენტ  ილჰამ ალიევის  ხელმძღვანელობით  სომხების აზერბაიჯანზე აგრესია , ხოჯალოში განხორციელებული  გენოციდის შესახებ სინამდვილის  მსოფლიო საზოგადოებრიობამდე მიტანისათვის   მრავალი საქმე  გაკეთდა. უცხო ქვეყნებში დაიბეჭდა სტატიები, ნაჩვენები იქნა ფილმები,. სომხების 200 წლოვან საქმეს ჩვენ ,ფაქტიურად 10  წელიწადში იდეოლოგიური თვალსაზრისით  შესაბამისი   პასუხი   გავეცით

 – ამ  ხანებში თქვენი „სომხური საკითხი„დან „სომხურ გენოციდამდე„ :ნამდვილი ისტორიული  ძიება (1724–1920) “ სახელწოდების მონოგრაფია გამოიცა. მოკლედ „სომხურ საკითხს„ როგორ დაახასიათებდით?   

 –  როგორც არქივისტ–ისტორიკოსმა რვა ქვეყნის საარქივო მასალა განვიხილე და შემიძილია ვთქვა,რომ „სომხურ საკითხად „ წოდებული  მასალა   განსაზღვრულ ისტორიულ პერიოდში  ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მიერ  კონკრეტული მიზნით წამოყენებული საკითხია.1815 წელს ვენის კონგრესზე ოსმალეთის  განადგურების მიზნით „ აღმოსავლეთის საკითხის„ სახელწოდების  საკითხი   დაყენებული იქნა დღის წესრიგში.ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის დაქუცმაცების ,მისი ქონების დაპატრონების და  დიდი სახელმწიფოების  დიდი მიზნების ხორცშესხმის   სურვილი. ეს მიზანი საბოლოო ჯამში  „დიდი სომხეთის„ შექმნის იდეას ემსახურებოდა.. მიზნის მისაღწევად ტერორისტულ–პოლიტიკური ორგანიზაციები შეიქმნა .პირველი ნაბიჯები აღ მოსავლეთ ანატოლიასა  და შემდგომში კი სამხრეთ კავკასიაში გადაიდგა.1905-1906 წლებში  სამხრეთ კავკასიაში სომეხთა შეიარაღებული დაჯგუფებების  მიერ  ჩადენილ ხოცვა–ჟლეტვის მიზეზი უპირველესად  ადგილობრივი მოსახლეობის  მამა–პაპეული ადგილებიდან აყრა ,განდევნა ,საზღვარგარეთიდან ჩამოსული სომხების ჩასახლება  და „დიდი სომხეთის„ შექმნისათვის მზადება იყო. ეს პერიოდი  დაძაბულ პერიოდად რომც დახასიათდეს,ცარიზმის რუსეთის  ფარული   დოკუმენტების  საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ,რომ  სომხების კონკრეტული მიზანი „ დიდი სომხეთის „ შექმნისათვის გადადგმული ნაბიჯები იყო.

 –ბატონო მუსა, ასეთი აზრი არსებობს,რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრების მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვიზიტი „ტურისტულ„ ხასიათს ატარებს.  ყოველ ორ კვირაში ერთხელ რეგიონში ვიზიტის შესახებ,ინფორმაციას ვკითხულობთ.  ფრონტის ხაზზე მონიტორინგების მოწმენი ვხდებით. როგორ შეაფასებდით?აღნიშნული ორგანიზაციის  დღევანდელ მოღვაწეობას, თანათავჯდომარეების რეგიონში ვიზიტი მართალა „ტურისტულ„ ხასიათს ატარებს?    

 – ეუთოს მინსკის ჯგუფს  1992 წლიდან კონკრეტული მანდატი გადაეცა და მოღვაწეობას  ამ მანდატის საფუძველზე   ეწევიან. გასული დროის მანძილზე ეუთოს მინსკის  ჯგუფმა  სომხეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის  მოგვარებისათვის  რამდენიმე წინადადება  წამოაყენა. საპაკეტო ეტაპები და საერთო სახელმწიფო გადაწყვეტილების  ვარიანტები. ამ წინადადებათაგან ერთ–ერთი (საერთო სახელმწიფო წინადადება)  სარეთაშორისო ნორმებს ,აზერბაიჯანის კონსტიტუციას  ეწინააღმდეგებოდა ,ას მიზეზით ჩვენმა სახელმწიფომ ,ამ წინადადების მიღებაზე უარი  განაცხადა  . სომხეთი კი დროის მოგებით არის დაკავებული . მინსკის ჯგუფის მოღვაწეობა კი ჯერ–ჯერობით უშედეგოდ და რეგიონში  „ტურისტული „ ვიზიტებით შემოფარგლება.  

 –  კონფლიქტის  დასარეგულირებლად რომელ გზებს ხედავთ?

 – მიმაჩნია,რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის სახელმწიფოებმა პირველ რიგში  სომხეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. აგრესორს თავისი ადგილი უნდა უჩვენონ,თუკი აგრესორი სახელმწიფო  გაეროს უშიშროების საბჭოს  შესაბამისი დადგენილებების მოთხოვნებს არ ასრულებს,მაშინ  აღნიშნულ სახელმწიფოს სანქციები უნდა დაუწესდეს. აგრესრიის მსხვერპლიცა და აგრესორიც თვალწინაა. ოკუპირებული და ოკუპანტი ორივე  სახეზეა. ოკუპანტს თავისი სახელი უნდა ეწოდოს. მინსკის ჯგუმა თავისი მოღვაწეობა უნდა გააძლიეროს . ამის გარდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ძლიერი უნდა იყვეს. ჩვენ რამდენადაც ძლიერები ვიქნებით,იმდენად ძლიერი დიპლომატია გვექნება.

– ბატონო მუსა,   რა თქმა უნდა ყირიმის მოვლენებს ახლოდან ადევნებთ თვალყურს. თქვენი აზრით, აზერბაიჯანის  მიერ ყირიმის რუსეთთან შეერთების თაობაზე კენჭისყრის დროს , აზერბაიჯანის მიერ  წინააღმდეგ მიცემული ხმა ყარაბაღის  კონფლიქტის დარეგულირებაში ახალ  პრობლემას ხომ არ შექმნის?  ანუ ისედაც არსებული „რუსული„ შიში კიდევ უფრო ხომ არ გაძლიერდება?

– ყირიმის მოვლენების აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის მოვლენებთან შედარებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ერთ დროს სომხები მთიანი ყარაბაღის   პრობლემის მოგვარებისას კოსოვოს ვარიანტს უპირატესობას ანიჭებდნენ. ყარაბაღი სომხეთის, ყირიმი კი  რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამ მნიშვნელობით აზერბაიჯანის პოზიცა სრულიად  სწორია. ჩვენი კენჭის ყრისას  თანამედროვე საერთაშორისო იურიდიული ნორმების პრინციპებით ხელმძღვანელობდა .მიმაჩნია,რომ  ამ საკითხში რუსეთის შიში  არ უნდა გვქონდეს. რუსეთი ყირიმის საკითხებში  ხალხის თვითგამორკვევის პრინციპებს ეყრდნობა. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა,შეიძლება  ამ პრინციპისაგან ზიანი მიიღოს.რუსეთის  ზოგიერთმა სუბიექტებმა თვითგამორკვევის  პრინციპი  რომ გამოიყენონ ,  რას იტყვიან რუსი  მმართველები?  რაც შეეხება სანქციების გამოყენებას, აქ გაორებული სტანდარტებია.  რატომ გამოდიან ზოგიერთი ქვეყნები რუსეთისადმი სანქციების გამოყენების წინადადებით, მაგრამ სომხეთის წინააღმდეგ არავითარ სანქციას არ იყენებენ?  მე კი მგონია,რომ რუსეთი  მცდარი პოლიტიკით  , რომელსაც ახლა ატარებს უეჩველად  დაზარალდება .

აინურ ჰუსეინოვა

1905.az

 

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. ნაზიმ მუსტაფა : „1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“ 2. ილიას ბაბაევი: “კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“ 3. ფარჰად მამედოვი:„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“ 4. გულთაქინ ნაჯაფლი::“ რუსეთს რომ ოსმალეთი გაენადგურებინა სომხეთის სახელმწიფოს სახით ისტორიაში არვითარი ჩანაწერი არ ქნებოდა“
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)