1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

18.12.2022

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ამასთან, ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის  მთავრობის ხელმძღვანელებმა და ასევე ევროკომისიის პრეიდენმა განცხადებები გააკეთეს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ამბიციური შეთანხმება უწოდა: „წყალქვეშა ელექტროკაბელის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელი, ველოდებით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტის მხრივ თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია“.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა: „ეს არის ინოვაცია, 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე“.

ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

1tv.ge

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს 2. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო 3. ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა 4. შუშაში მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-5 ყრილობა დასრულდა და მიღებულია რეზოლუცია 5. ილჰამ ალიევი: “მიუხედავად იმისა, რომ ომი დასრულებულია, ჩვენ წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები ჯერ არ დასრულებულა” 6. საქართველოს ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)