1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

ნაზიმ მუსტაფა : „1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

04.03.2019

Nazim Mustafa

 

ფილოსოფიის ისტორიის  დოქტორი ნაზიმ მუსტაფა პრეზიდენტის ბიბლიოთეკის  განყოფილების გამგე და ამა–ის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელია.როგორც  ყარაბაღის, ნახჭივნისა და ირავანის  სახანოების ისტორიების შესახებ ნაწარმოებთა ციკლის   ერთ–ერთი ავტორი  დაჯილდოებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით.1905–1906 წლების გენოციდის ერთ–ერთი ძირითადი მკვლევარია.

 

 –ბატონო ნაზიმ, 1905–1906 წლებში სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გატარებული გენოციდი  აზერბაიჯანულ მეცნიერებაში  გამოკვლეულ სფეროდ მიიჩნევა. ამ მოვლენის მკველვართაგან ერთ–ერთი ბრძანდებით. აღნიშნული  ტრაგედიის ძირითად მიზეზი რა იყო?

 

–1905–1906 წლებში  სომხების სამხრეთ კავკასიაში  განხორციელებული გენოციდი„დაშნაკსუთუნთა„ და „ჰნჩაკ„ სომეხთა  პოლიტიკური პარტიების  აზერბაიჯანელების ეთნიკური წმენდის გზით თავიაანთი თანამემამულეების ჩასასახლებლად   მიწების მოპოვების  სურვილის  შედეგი იყო.

 

სომხების მიერ 1894-1896 წლებში  თურქეთის ტერიტორიაზე ამბოხების  ჩახშობის შემდეგ , აღნიშნული  მოვლენის მონაწილე 400 ათასი სომეხი  სამხეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში  გადასახლდა. მათი უმრავლესობა  შეიარაღებული იყო  .თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ მათთვის შესასვლელი კარი ყოფილი აზერბაიჯანის ტერიტორია , ახლანდელი სომხეთი იყო. ნათელია ,რომ ეს მიწები აზერბაიჯანელებით იყო  დასახლებული და ადგილ–მამულიც მათვე ეკუთვნოდათ,ამიტომაც სომხების დასასახლებლად ადგილი აღარ იყო. ისინი ძირითადად  შეეცადნენ რომ ირავანში დასახლებულიყვნენ, რადგან ქალაქში ადგილის შოვნა შედარებით ადვილი იყო.

 

1903 წლიდან მოყოლებული ირანიდან და თურქეთიდან ჩამოსახლებულმა    და შემდგომში გადმოსახლებულმა  400 ათასმა     სომხემა სეპარატისტული  მოძრაობა წამოიწყეს. აღნიშნული სეპარატიზმი მეფის რუსეთის უკმაყოფილებას იწვევდა.  რადგანაც თურქეთში და  კავკასიაში  ავტონომიის მიღწევის სურვილის მქონე სომხებს , შემდგომ ეტაპზე  ამ ავტონომიების გააერთიანება  და ერთიანი  ძლიერ სომხური სახელმწიფოს შექმნა ჰქონდათ განზრახული. სომხური შოვინიზმის ,ნაციონალისტი სომხური პარტიების , მათ შემადგენლობაში მყოფი  შეიაჯაღებული  დაჯგუფებების  ფინანსურ წყაროს და იარაღის  საწყობების როლს   სომხური ეკლესიები თამაშობდნენ. სომხური ეკლესიების ,სომხური სეპარატიზმის რუსეთის წინაშეც ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება , აღმოსაველეთ ანატოლიდან  ვორონეჟამდე  გადაჭიმულ  გიგანტურ ტერიტორიაზე „  დიდი სომხეთი„ს  სახელმწიფოს შექმნის იდეამ  მეფის რუსეთი სერიოზულად შეაშფოთა. 1903  წელს მეფის რუსეთმა ,დახურა  ის სკოლები  სადაც  ასწავლიდნენ,რომ  კავკასია ვითომდაც დიდი სომხეთის ტერიტორიის  ერთ–ეთრი შემადგენელი ნაწილია  და ეკლესიის  ქონების  კი რუსეთის მიწისა და ქონების სამინისტროსათვის   გადაეცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ  , იმ  პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეკლესია აფინანსებდა დიდი დარტყმა მიაყენა.

 

ამ მოვლენამ  სომხურ  ტერორს   ბიძგი მისცა. მათ  მეფის რუსეთის ყველა  სამთავრობო ორგანოებს ულტიმატუმი გაუგზავნეს ,რომ თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა ისინი  ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ ტერორს განახორციელებენ. ასეც მოხდა. ირავანში, გარსში მეფის  მოხელეების წინააღმდეგ ტერორი განახორციელეს. ამისი ერთ–ერთი მიზეზი  ისიც იყო,რომ  მომავალში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ  მასობრივი  გენოციდის გატარების  შემთხვევაში  სამთავრობო წრეებს მათთვის ხელი არ შეეშალათ. შემდგომ პერიოდში  ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე და განჯის ვიცე–გუბერნატორი ანდრეევი მოკლეს.აღნიშნული  პირები გახლდნენ ის  მოხელეები,  სომხების   მიერ ეთნიკური წმენდის პოლიტიკის წინააღმდეგნი იყვნენ.

 

1905 წლის 6 თებერვალს  ბაქოში სომხების მიერ ერთი აზერბაიჯანელის მოკვლით დაწყებული  დავა სომეხთა  და მუსლიმანთა ხოცვა–ჟლეტვაში გადაიზარდა. იმ დროს ,როცა  სომეხთა შეიარაღებული ძალები   ამ  ხოცვა–ჟლეტისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ, აზერბაიჯანელები  მამედ საიდ. ორდუბადის  სიტყვებით რომ ვთქათ  ძილს მისცემოდნენ. აღნიშნული მკვლელობები შემთხვევის შედეგი კი არა  დაგეგმილი სახით განახორციელეს იმ ქალაქში, სადაც სამხრეთ კავკასიის  მთელი მდიდარი სომხობა იყრიდა თაყს   . სომხების ძირითადი მიზანი ბაქოში  ნავთობ საბადოების ხელში ჩაგდება იყო,რადგანაც  ნავთობ საბადოები სომეხი ტერორისტების საფინანსო წყაროს წარმოადგენდა.  მსხვილი ნავთობ მრეწველები– მანთაშევები, მირზოიანები და სხვები „დაშნაკსუთუნის„ და „ჰნჯაკ„ის პარტიებს  თვიური საწევრო გადასახადივით  დიდ თანხებს უხდიდნენ. აღნიშნული  სახსრების საშუალებით სომხები  იარაღდებოდნენ და  6 თებერვალს ბაქოში, 20 თებერვალს კი ირავანში  მკვლელობები  დაიწყო. იმ დროს ქალაქ ირავანში 30 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ ნახევარს სომხები,ნახევასრს კი აზერბაიჯანელები შეადგენდნენ. ქალაქი და  გარშემო  მდებარე სომხური  სოფლები  სომეხთა შეიარაღებული ძალების მიერ  ალყაში იყო მოქცეული  და  აზერბაიჯანელ მოსახლეობას  მუსრს ავლებდნენ. ირავაანის შემდეგ ნახჭივანში გადავიდნენ,მაგრამ აზერბაიჯანელების ერთობლივობამ სომხების საწადელის  ასრულებას ხელი შეუშალა. მიზანი, როგორც მ.ს. ორდუბადი წერს, ირავანიდან ნახჭივნამდე, ნახჭივნიდან ზანგაზურამდე,ზანგაზურიდან  კი ყარაბაღამდე  ოკუპირება და  სომხური ანკლავის  შექმნა იყო. სომხებმა,რომლებმაც ნახჭივანში სურვილი ვერ აისრულებს  მაისის თვეში ირავანაში კვლავ  ლოკალურ  შეტაკებებს მიჰყვეს ხელი  ,შემდეგ  კი ყარაბულაღისა  სახანოსა და  ეჩმიაძინის (უჩქილსა)  მაზრაში  აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს. 1905–1906 წლებში  ბაქოში სამჯერ ირავანში კი ოთხჯერ  ხოცვა–ჟლეტვა განახორციელეს.

 

ირავანის გუბერნიის 7 რაიონში  მრავალი აზერბაიჯანელი  დახოცეს. 150 აზერბაიჯანული სოფელი დაცლილი იქნა და    მოსახლეობა შემდგომშიც ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერებს.შემდგომ ეტაპზე კი ზანგაზურის  რაიონში  აზერბაიჯანელები დაარბიეს. ყველაზე სასტიკი მკვლელობები, ზუსტად რომ ზანგაზურში განახორციელეს.იმ დროს ზანგაზური შედარებით  მოშორებით მდებარე რაიონი იყო. განჯიდან ზანგაზურამდე ორი დღის სავალი იყო. სომხებმა თავიაანთი სურვილი ისეთ  სიტუაციაში აისრულეს, რომ არავის არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა  .მარტო ზანგაზურის რაიონში 45 აზერბაჯანული სოფელი გაანადგურეს.  განჯაში და და გაზახშიც მოხდა მკვლელობები. სომხებს ,გაზახ–გადაბეის მიმართულებით  განჯის, ზანგაზურის მიმართულებით კი  ყარაბაღისა და განჯისაკენ  გადაადგილება და  ასე და ამრიგად მტკვრის მარცხენა სანაპიროს  დაპყრობა ჰქონდა გამიზნული. მაგრამ გაზახისა და გადაბეის მიმართულებით შეტევები მოგერიებული იქნა.

 

საინტერესოა,რომ 1918 წლის გენოციდისა და პირველი ყარაბაღის ომში სომხები  ერთი და იმავე მიმართულებიდან  სარგებლობდნენ.

 

სარეთოდ კი 1905–1906 წლების მკვლელობების ძირითადი მიზანი  ეთნიკური წმენდის შედეგად სომხური  ანკლავას  შექმნა , შემდეგ კი  ამ ანკლავას  გაერთიანება და ერთიანი სომხური სახელმწიფოს  გამოცხადება იყო.

 

1905–1906 წლების მოვლენების შესახებ  მ.ს. ორდუბადი წერდა,  სომხების სურვილი იყო,რომ  ხანქანდში მხარზე იარაღ გადაკიდებული სომეხი ირავანამდე ისე ჩასულიყო  ,რომ გზაზე ერთ მუსილმანს არ გადაეყროდა.მართალია სომხებმა,  1905–1906 წლებში თავიაანთი მიზნები   ვერ განახორციელეს ,მაგრამ  1988-1993 წლებში  ამ  სურვილს მიაღწიეს.

 

–ბატონო ნაზიმ, წინათ ასეთი აზრი არსებოდა,რომ  ვითომდაც მეფის მთავრობამ 1905 წელს  ბაქოში მოსალოდნელი მუშათა ღელვის წინ აღდგომისათვის  სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტი დაგეგმა. მაგრამ  ტრაგედიის  მასშტაბი  ბაქოს  საზღვრებს საკმაოდ გასცდა. რამდენად  ჭეშმარიტია ეს ვერსია?

 

–როგორც ავღნიშნე,მოვლენებზე უწინ სომეხები   ტერორისტული აქტების ჩადენით  რუს  მოხელეებს   დაემუქრნენ. ამიტომაც მათი უმრავლესობა სისხლიან ფაქტებს  ლოიალურად უდგებოდნენ. მინდა ერთი ფაქტიც ავღნიშნო,კავკასიის  მეფის ნაცვლის მეუღლე ელიზავეტ  გრიგორევნა  სომხური წარმოშობის იყო. მას „დაშნაკსუთუნის„ ერთ–ერთ ლიდერთან მესპოლთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა. ამბობენ,რომ მეფის ნაცვლის უკანა კარით  მიდი მოდიოდა მათთან. სომეხი ავტორის ანაიდ ლალაიანის აზრით,1905-1906 წლებში სომხურ– მუსლიმანური ხოცვა–ჟლეტვის შესახებ ყველა   საკითხი   ვორონცოვ დაშკოვის საძილე ოთახში წყდებოდა. მეფის ნაცვლის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ერთ–ერთი პოლკოვნიკი  შემდგომში წერდა ,რომ  ვორონცოვ–დაშკოვის კანცელარიის თავ–რე პეტერსონი  უკანა კარიდან სომხებს იარაღს ურიგებდა.ამრიგად, კავკასიის მეფის ნაცვლის პოზიცია მეფის რუსეთის პოზიციას მიეწერება. იმ დროს ,ის 84 წლის  მოხუცი  იყო და ახლგაზრდა ქალბატონი მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა და საშუალებას არ აძლევდა,რომ სომხების წინააღმდეგ რაიმე ღონისძიება გატარებულიყო.და კიდევ იაპონია– რუსეთის ომში დამარცხებული მეფის  რუსეთი ცდილობა  დიდი ქალაქებში  მომხდარი ამბოხებები ჩაეხშო და ამიტომაც განაპირა რეგიონებზე ხელი ვერ მიუწვდეობდა. დაუსჯელი სომხები კი  აღნიშნული სიტუაციით სარგებლობდნენ  და მკვლელობებს  აგრძელებდნენ.

 

–მაშ ,ასეთი ფართო გეოგრაფიული მასშტაბის მქონე  მკვლელობები როგორ იქნა შეჩერებული?

 

 – იმ დრომდე აზერბაიჯანელები სომხებს სერიოზულ ძალად არ აღიქვამდნენ , უცბად შეშინდნენ,რომ  მთელი მიწების დაკარგვის რეალური საშიშროება ელოდათ. ამიტომაც  აზერბაიჯანელების  ორგანიზების პროცესი დაიწყო.1906 წელს განჯაში პირველად “ გეირათის„ პარტია, „დიფაის „პარტია, ყაზახში იბრაგიმ ბეკ ვექილოვის ხელმძღვანელობით „ მუდაფია„ს პარტია  იქნა შექმნილი.ყაზახში .აღნიშნული  პარტია ყაზახისა და ბორჩალოს    რეგიონს სომხების შეტევისაგან დაცვის მიზნით იყო შექმნილი .ახმედ ბეკ აღაევის ხელმძღვანელობით შექმნილი პარტია „დიფაი„ კი განჯისა და ელიზავეტპოლის გებერნიების  დაცვას ემსახურებოდა. ეს პარტია ისეთ კონსპირატიულ პირობებში იყო ორგანიზებული,რომ  მეფის რუსეთმა მისი მოღვაწეობის  შესახებ ერთი– ორი წლის შემდეგ გაიგო. „დიფაის„ პარტიას ბაქოში, განჯაში, ირავანში, ნახჭივანში, გარსში, იგდირში  ფილიალები ჰქონდა.მათი მოღვაწეობის შედეგად მკვლელობები აღკვეთილი იქნა.„დიფაის  „ პარტია განცხადებებს ავრცელებდა,რომ   მეფის ჩინოვნიკები,რომლებიც სომხურ მკვლელობებზე თვალს ხუჭავენ  დაისჯებოდენ. შუშის გენერალ–გუბერნატორი  გალოშაპოვი და ნახჩივნის გუბერნატორი  აქსელ ენკელი  პარტიის წევრების მიერ დასჯილნი იქნენ, რის შედეგადაც მეფის მოხელეებმა  მკაცრი ღონისძიებების გატარება დაიწყეს.სომეხთა შეიარაღებულმა  ძალებმა განიარაღება დაიწყეს. „დიფაის„ პარტიის მკაცრი ღონისძიებების შემდეგ  სომხებმა შერიგებისათვის კომიტეტები შექმნეს და აცხადებდნენ,რომ ვითომდაც მეფის რუსეთის პროვოკაციებს იყვნენ აყოლილნი.

 

1905-1906 წლებში სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა 7 დიდ ქალაქსა  და 12 მაზრაში აზერბაიჯანელები დაარბიეს–ამოხოცეს,200 – ზე მეტი  აზერბაიჯანული სოფელი გაანადგურეს.

 

– მაშ ასე უცბად გამოღვიძებულ აზერბაიჯანელებს კვლავ რატომ ჩაეძინათ,რომ 12–13 წლის შემდეგ  კიდევ უფრო საშინელი  გენოციდი განიცადეს.

 

– ეს ჩვენი შემწყნარებლობისა და  გულმავიწყობის  შედეგია.სომხები  შერიგების შემდეგ შესაბამის მომენტს ელოდნენ.ასეთი მომენტი პირველი მსოფლიო ომის დროს დადგა. სომხებს, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე ავტონომიის შექმნა ჰქონდათ  განზრახული   მეფის რუსეთი ეხმარებოდა. სომხების  შეიარაღებას კავკასიიდან ახორციელებდნე.  მინდა ავღნიშნო,რომ რუსთა არმიაში 150 ათასი სომეხი მსახურობდა.ისინი  პირველ რიგში აზერბაიჯანელებით დასახლებულ ანატოლიის სოფლებზე ახორციელებდნენ შეტევას. ამ ტერიტორიაზე განხორციელებული მკვლელობები ძალიან  მცირედ არის გამოკვლეული.რადგანაც ეს მიწები რუსების ხელში იყო და თურქებს მათზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ბაქოს მუსლიმანური საქველმოქმედო საზოგადოება , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი აზერბაიჯანელების ანგარიშზე ფუნქციონირებდა ,   იმ ადგილების ლტოლვილებსა და  ობოლ ბავშვებს ეხმარებოდა., ბაქოში და განჯაში მათთვის თავშესაფარი მოაწყო და  მათ მკურნალობას უწყობდა ხელს სომხებმა,რომლებმაც თურქეთის ფრონტზე  მარცხი განიცადეს  შეეცადნენ კავკასიაში თავიაანთი სახელმწიფო შეექმნათ . ფრონტიდან  დაბრუნებულმა სომხებმა იარაღი აზერბაიჯანელებისკენ შემოაბრუნეს .ანდრონიკის,ჰამაზასპანის,დრონინის და სხვათა   შეიარაღებულმა  დაჯგუფებებმა   500 ათასზე მეტი აზერბაიჯანული სოფელი  გაანადგურეს.1918 წლის მარტ–მაისის თვეებში კი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ფართო მასშტაბის გენოციდი განახორციელეს.

 

–„სომეხთა სამფლობელოს„ შესაქმნელად მაინც და მაინც ქალაქი ირავანი რატომ შეარჩიეს?

 

–  ავღნიშნე ,რომ „სომეხთა სამფლობელოს„ შექმნა სომხებს არც დასიზმრებიათ.ეს რუსების იდეა იყო.  ასეთი აზრიც კი არსებობდა,რომ რუსებს სომხური სახელმწიფოს შექმნა სურდათ.მაგრამ რუსებს ეს აზრადაც არ მოსვლიათ. მათ თურქეთსა და რუსეთს შორის ქრისტიანული ბუფერის  შექმნა ჰქონდათ გამიზნული.ასეთი დერეფნის  შექმნა კი მხოლოდ სომხებს შეეძლოთ. ანუ რუსები სომხებს ბრმა იარაღად იყენებდა,რადგანაც რუსებს  სომხების  ხასიათი კარგად ჰქონდათ შესწავლილი.იცოდნენ ,თუ როგორგ უთხრიდნენ ძირს იმ სახელმწიფოებს რომლებთანაც ურთიერთობები ჰქონდათ.

 

–ირავანის დაარსების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგნი მის დაარსებას VII–ს მიაწერენ,ზოგიერთები კი ამბობენ რომ საფავების პერიოდში არის  შექმნილიო.თქვენი აზრი, როგორც  ირავანის შესახებ მრავალი კვლევის  ავტორი საინტერესო იქნება?

 

 –  VII საუკუნეში დვინში რელიგიურ მოღვაწეთა შეკრება  და ამ შეკრებაზე ირავანიდან მყოფი ორი სომეხის მონაწილეობა სრულიად ტყუილია. ეს ამბავი   იმიტომ გამოიგონეს,რომ   ვითომდაც ამით  სურდათ დაემტკიცებინათ ის აზრი,რომ  ირავანი უძველესი სომხური ქალაქია. სომხეთის ისტორია სრულიად შეკოწიწებული ისტორიაა.რაც შეეხება ერებუნიას , მინდა გაცნობოთ,რომ ურარტუს პერიოდში  სამხედრო ციხე–სიმაგრე იყო.აქ არმიის  აღჭურვილობისათვის სხვადასხვა საწყობები აუშენებიათ და რა თქმა უნდა ისინი საცხოვრებელი ბინები არ ყოფილა და მათში  არც არავის უცხოვრია.ეს კი იმიტომ გამოიგონეს რომ განეცხადებინათ  ის აზრი,რომ ვითოდაც ურარტოს სახელმწიფო სომხური სახელმწიფო ყოფილა.მაგრამ არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებენ,რომ ერებუნისა და ურარტუს სომეხ ხალხთან არავითარი საერთო არ აქვს. ირავანი კი ციხე–სიმაგრესავით აუშენებიათ და შემდგომში გარშემო ქალაქი გაუშენებიათ.ეს კი საფავიტების პერიოდში მომხდარა.იმ დრომდე ირავანი აზერბაიჯანელებით დასახლებული პატარა სოფელი ყოფილა. სომხები ამ მიწებზე ქრისტიანი მისინერებივით ჩამოსულან და  ადგილობრივი მთავრობის  თანხმობით ფულით შესყიდულ ტერიტორიებზე  დასვენებისა და  სალოცავად  საქარავნეები და  ეკლესიები აუშენებიათ.

 

–1905.az საიტის რას უსურვებდით?

 

 – 1905.az საიტის მოღვაწეობას საკმაო ხანია რაც თვალს ვადევნებ. ძალიან სასარგებლო საქმეს ეწევით.წინათ  თქვენს მოღვაწეობას  სისტემატურობა აკლდა, ახლა კი ეს ხარვეზიც  გამოსწორდა. ასე გააგრძელეთ და კიდევ წყაროებს ყურადღებით ადევნეთ თვალი.

 

გუნდუზ ნასიბოვი

1905.az

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. მუსა გასიმლი : „ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„ 2. ილიას ბაბაევი: “კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“ 3. ფარჰად მამედოვი:„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“ 4. გულთაქინ ნაჯაფლი::“ რუსეთს რომ ოსმალეთი გაენადგურებინა სომხეთის სახელმწიფოს სახით ისტორიაში არვითარი ჩანაწერი არ ქნებოდა“
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)