1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება . ქალაქი კი უესტი , 2001 წლის 3 აპრილი

24.10.2014

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანო პატივემულო ბატონო პაუელ!

პატივცემულო მინსკის კონფერენციის თანათავჯდომარეებო!

პატივცემულო შეხვედრის მონაწილეებო!

პატივცემულო მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებო!

ბატონებო და ქალბატონებო!

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი მოწვევისათვის,  , ბატონო სახელმწიფო მდივანო,  უპირველესყოვლისა  მინდა  მადლობა მოგახსენოთ. სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი საქმისათვის  შექმნილი მშვენიერი პირობებისათვის ,მინდა მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალაქ კი უესტის სამთავრობო ორგანოებს და ამ შეხვედრის ყველა ორგანიზატორს.

ამ შეხვედრის განსაკუთრებულობა,იმაში მდგომარეობს,რომ პირველადაა,რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი ისეთი ფორმატით შეიკრიბა,რომ  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეები ,აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები , შეხვედრის სხვა  მონაწილეებთან ერთად  სომხეთ–აზერბაიჯანის , მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  დარეგულირების საკითხს ამ ფორმატით იხილავენ.

 სამწუხაროდ, წინათ ასეთი ფორმატის შეხვედრები არ შემდგარა.  დღემდე წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი,ქნებ ესაა. ვიმედოვნებ,რომ   ეს შეხვედრაკონფლიქტის მოგვარებაში ,რომელიც აგერ 12 წელწადზე მეტი ხანია გრძელდება ,  დადებით როლს ითამაშებს.

სომხეთ–აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ისტორია მსოფლიო ერთობისათვის  საკმაოდ  კარგადაა ცნობილი . გადაუჭარბებლად  მინდა ვთქვა,რომ ეს კონფლიქტი  მსოფლიოში ერთერთ  იმ კონფლიქტთაგანია , რომელიც დიდი ხნის მანძილზე თავის გადწყვეტელებას ვერ პოულობს .

ამიტომაც მინდა შემთხვევით ვისარგებლო და  ისეთ საკითხებზე გავამახვილო ჩემი ყურადღება ,რომლებიც კონფლიქტის  ხელს უშლის მოგვარებას.

ცნობილია,რომ ეს კონფლიქტი  აზერბაიჯანის ტერიტორიის მთიანი ყარაბაღის,სომხეთის  მიერ თავისთან მიერთების მცდელობის შედეგად შეიქმნა. სომხეთს აზერბაიჯანისადმი ტერიტორიული პრეტენზიები ყოველთვის გააჩნდა.ამ კინფლიქტის დაწყებისას, 1988 წელს აზერბაიჯანიც და სომხეთიც  საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკები იყვნენ.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის  აზერბაიჯანისადმი უსამართლო პოზიციამ ან და სულაც კონფლიტის მოუგვარებლობის სურვილმა განაპირობა,რომ კონფლიქტი განვითარდა და ომში გადაიზარდა.

მინდა ავღნიშნო,რომ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს 1923 წელს აზერბაიჯანის  მთავრობის მხრიდან  ავტონომიური ოლქის სტატუსი მიენიჭა  და ავტონომიური ოლქი მისთვის მიცემული ავტონომიური უფლებებით სრულიად სარგებლობდა.ამიტომაც კონფლიქტისათვის არავითარი მიზეზი არ არსებობდა.კონფლიქტის დასაწყისში ყარაბაღში 185 ათასი მაცხოვრებელი იყო. მათ 74 პროცენტს სომხები შეადგენდნენ, 25,2 პროცენტს კი აზერბაიჯანელები.

სომხეთმა მეზობელი ქვეყნის მიწებისადმი პრეტენზიების განხორციელების მცდელობა წამოიწყო, ჯერ  მთიან ყარაბაღში  სეპარატისტული და  ტერორისტული შეიარაღებული ძალების წაქეზება დაიწყო,შემდეგ კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია წამოიწყო.

მთიანი ყარაბაღი სეპარატისტული და სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა.მათ,ამ მიწებიდან   აზერბაიჯანელები–დაახლოებით 50 ათასი ადამიანი განდევნეს და ეთნიკური წმენდა განახორციელეს.  ყოველივე  ეს  განხორციელებული იქნა ძალადობისა და მსხვერპლის თანხლებით.ქალაქ ხოჯალოს მაცხოვრებლების– აზერბაიჯანელების  წინააღმდეგ კი  გენოციდი განახორციელეს.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის შემდეგ , მთიანი ყარაბაღის ოლქის გარეთაც აწარმოეს სამხედრო ოპერაციები და აზერბაიჯანის შვიდი მსხვილი ადმინისტრაციული რაიონი  დაიკავეს.

ამრიგად, 1993 წლამდე აზერბაიჯანის ტერიტორიების 20 პროცენტი დაპყრობილი იქნა და ის ტერიტორიები დღემდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციის  ქვეშ იმყოფება.აღნიშნულ ტერიტორიაზე  ყველაფერი განადგურებული და გაპარტახებულია. მთლიანად განადგურებულია 900 ზე მეტი მცირე და დიდი საცხოვრებელი ადგილი, 600–ზე მეტი სკოლა, 250 სამედიცინო დაწესებულება, მუზეუმები,ისტორიული და კულტურული ძეგლები .

კონფლიქტის მსვლელობისას 30 ათასზე მეტი აზერბაიჯანის  მოქალაქე დაიღუპა.200 ათასზე მეტი  ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა,ათასობით ადამიანი ტყვედ ჩავარდა, მძევლად იქნა აყვანილი, უგზოუკვლოდ დაიკარგა.ერთ მილიონამდე აზერბაიჯანელი ,ანუ ქვეყნის ყოველი რვა მოქალაქიდან ერთი თავისი მშობლიური მიწებიდან დევნილად იქცა და უკვე მეცხრე წელია რაც კარვებში გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს.ამ კარვებში სრული ერთი თაობა დაიბადა და გაიზარდა.

დღეს ,მსოფლიოში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მასობრივი ეთნიკური წმენდის განხორციელების  მეორე ასეთ   ანალოგიურ შემთხვევას ვერ შეხვდებით.სამწუხაროდ,მსოფლიო ერთობა ამ ტრაგედიას დუმილით ადევნებს თვალს. აზერბაიჯანის კანონიერ მოთხოვნებს  კი მხარს არავინ უჭერს.

 ცხრა წლის წინ ,1992 წლის 24 მარტს ეუთო–ს მინისტრთა საბჭომ   ჰელსინკში მოწვეულო კრებაზე  სომხეთ–აზერბაიჯანის   მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტის ყოველმხრივი დარეგულირების მიზნით  მინსკის კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. და ამით კონფლიქტის დარეგულირების შესახებ სარეთაშორისო საფუძველი  იქნა შექმნილი. ეს  გადაწყვეტილება,რომელიც კონფერენციის მანდატისა და  მოლაპარაკების სტრუქტურას განსაზღვრავს  დიდად მნიშვნელოვანია.

1993  წელს გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალების  მიერ აზერბაიჯანის  მიწების უკუპირების საკითხი  რამდენჯერმე განიხილა. ოთხი დადგენილება– 30 აპრილის 822 № , 29 ივლისის 853 № , 14 ოქტომბრის 884 № და 11 ნოემბრის 874 №  დადგენილებები იქნა მიღებული.

ამ დადგენილებებში გაეროს –იის  უშიშროების საბჭო აზერბაიჯანის ოკუპირებული მიწებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების  სასწრაფოდ და უპირობოდ გასვლას, ლტოლვილებისა და დევნილების  მუდმივ საცხოვრებელ   ადგილებზე , თავიაანთ მშობლიურ  მიწებზე დაბრუნებისათვის პირობების შექმნას  გადაჭრით  მოითხოვდა.გაეროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას   ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს და ადასტურებდა,რომ  მთიანი ყარაბაღის რეგიონი  აზერბაიჯანის კუთვნილებაა. უშიშროების საბჭო ,ამავე დროს მხარს უჭერდა ეუთოს მინსკის ჯგუფის  საშუამდგომლო  მოღვაწეობას.

მაგრამ ,ეს დადგენილებები შესრულებულ არ იქნა და გეო უშიშროების საბჭო დღემდე არ ზრუნავს იმსათვის,რომ შესრულებულ იქნეს მისი   დადგენილებები.

1994 წლის დეკემბერში ეუთო–ს ბუდაპეშტში შემდგარ უმაღლეს შეხვედრაზე მიღებულ იქნა დადგენილება ,იმ მიზნით რომ უფრო ინტენსიური გახდეს  ეუთოს ძალისხმევა   სომხეთ –აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტის მოგვარებბის საკითხში.ეუთო–ს წევრმა  სახელმწიფოთა მეთაურებმა  განსაზღვრეს წესდების ეტაპობრივი  ხასიათი და ეუთო–ს მინსკის კონფერენციის თანათავჯდომარეებს  შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერების შესახებ შეთანხმების  მომზადება დაავალებს. შეთანხმებაში უნდა ასახულიყო   კონფლიქტის ძირითადი შედეგების აღმოფხვრა ,რომელიც მისაღები იქნებოდა  ყველა  მხარისათვის და    შექმნიდა საფუძველს მინსკის კონფერენციის მოწვევისათვის   .კონფლიქტის ზონაში  მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ეუთო–ს  მრავალეროვანი ძალების  განლაგების შესახებაც  გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

1996 წლის დეკემბერში ეუთოს ლისაბონის  უმაღლეს შეხვედრაზე  განსაზღვრული იქნა კონფლიქტის მოგვარების  საბაზო ფორმულა. ეუთოს  წევრმა ყველა ქვეყანამ, სომხეთის გარდა  დებულების ძირითად სამ პრინციპს მხარი დაუჭირა.ეს პრინციპები  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის  ,  მთიანი ყარაბაღის  მთელი მოსახლეობის უსაფრთხოების  უზრუნველყოფის გარანტიით აზერბაიჯანის  შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის  ყველაზე მაღალი დონის თვითმმართველობის  სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა.

ამრიგად, განსაზღვრული იქნა  საერთაშორისო წესდების იურიდიული ბაზა და შუამავლების მისია, შექმნილი იქნა  მოლაპარაკებების საფუძველი .

ეუთოს ლისაბონის უმაღლესი შეხვედრის შემდეგ მინსკის ჯგუფის  თანათავჯდომარეები  მსოფლიოს სამი უძლიერესი სახელმწიფო – რუსეთი,აშშ და საფრანგეთია. ჩვენ ამ  ქვეყნებზე დიდ იმედებს ვამყარებდით  და ვიმედოვნებდით ,რომ მათი მცდელობები კონფლიქტს დაარეგულირებს, აღსდგება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და ლტოლვილები და  დევნილები თავიაანთ მამა–პაპეულ კერებს დაუბრუნდებიან.  სამწუხაროდ,  ამათგან არც ერთი  არ განხორციელებულა. გეო –ისა და ეუთოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათაგან სომხეთს არც ერთი არ შეუსრულებია.

 მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა სომხეთ–აზერბაიჯანის  ,მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ სამი წინადადება შემოგვთავაზეს.მათ მიერ 1997 წლის ივნისის თვეში შემოთავაზებული  პირველი წინადადება კონფლიქტის პაკეტურ მოგვარებას , 1997 წლის  ოქტომბერში შემოთავაზებული  მეორე წინადადება  კონფლიქტის  ეტაპობრივ მოგვარებას ითვალისწინებდა . 1998 წლის ნოემბერში კი თანათავჯდომარეებმა ახალი, მესამე   – „საერთო სახელმწიფო„ წინადადება შემოგვთავაზეს.

მიუხედავად იმისა ,რომ  შემოთავაზების ზოგიერთი დებულება სარეთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს ეწინააღმდეგებოდა,.აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას სრულად არ უზრუნველყოფდა,  აზერბაიჯანმა თანათავჯდომარეების პირველი და მეორე  წინადადება  მოლაპარაკების პროცესის წარმოების საფუძვლად  მიიღო. ასეთი მდგომარეობაშიც  კი სომხეთმა შემოთავაზებულ წინადადებაზე  უარი თქვა  და ღიად დაიკავა არაკონსტრუქციული პოზიცია.

თანათავჯდომარეების „საერთო სახელმწიფო“ შემოთავაზება ჩვენ არ მივიღეთ.არავითარი იურიდიული ბაზის  არ მქონე „საერთო სახელმწიფო“ კონცეფცია  მთიან ყარაბაღს  დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და  ტერიტორიულ წყობილებად ითვალისწინებს,მას აზერბაიჯანთან ერთად „საერთო სახელმწიფო“ სუბიექტის სტატუსს ანიჭებს.  ეს კი საერთაშორისო იურიდიულ პრინციპებს და ნორმებს  სრულიად ეწინააღმდეგება.  აზერბაიჯანს წყვეტს  თავის ერთ ნაწილს  და ფაქტიურად აკანონებს აზერბაიჯანის მიწების სომხეთის მხრიდან ოკუპაციას.

მიგვაჩნია,რომ  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებს უნდა იხელმძღვანელათ  საერთაშორისო იურიდიული პრინციპებით და  მოლაპარაკებების პროცესზე კიდევ უფრო  დადებითი გავლენა უნდა მოახდინათ, კონფლიქტის დაუყონებლივ  დარეგულირებისათვის , აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენისათვის , ლტოლვილების  მამა–პაპეულ კერებში დასაბრუნებლად ძალისხმევა  უნდა  გაეაძლიერებინათ. აზერბაიჯანის განუყოფელი  ნაწილის– მთან ყარაბაღისათის  აზერბაიჯანის შემადგენლობაში  უმაღლესი  დონის   თვითმმართველობის სტატუსის მინიჭება  შესაძლებელია .

სამწუხაროდ, თანათავჯდომარეებს  ძირითადი საშუამდგომლო მოღვაწეობის მიუხედავად , მოლაპარაკებების პროცესზე  იურიდიული ნორმების შესაბამისი სახით საჭირო გავლენა არ მოუხდენიათ. იმედი ,რომელიც გაგვაჩნდა  რუსეთის, აშშ–ს  და საფრანგეთის  სახით ეუთოს მინსკის ჯგუფის  ხელმძღვანელების მიმართ  , ჯერჯერობით არ გამართლებულა და სასურველი შედეგი არ მოუცია.

1999 წლის აპრილის თვეში ვაშინგტონში აშშ–ს მთავრობის ინიციატივით  სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მოეწყო. გასული დროის მანძილზე , პრეზიდენტ ქოჩარიანთან  ჟენევაში, მოსკოვში, სტამბულში,პარიზში, მინსკში, დავოსში, იალტაში, ასევე   ჩვენი რესპუბლიკების საზღვარზე  მრავალი შეხვედრა  გვქონდა .

სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ,ჩვენ ძირითადად  კონფლიქტის სასწრაფოდ მშივდობიანი დარეგულირებისა  და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  გრძელვადიანი მყარი  მშვიდობის  დამყარებისათვის  ურთიერთ  მისაღები კომპრომისების ძიებაში ვიყავით. მინდა ავღნიშნო ,რომ 1999 წლის ბოლოს ჩვენ კომპრომისთან ახლოს ვიყავით. მაგრამ  სომხეთმა მიღებული შეთანხმება უკან აიღო.

 რთული მოლაპარაკებების მსვლელობისას სომხეთი ყოველთვის  მკაცრ არა– კონსტრუქციულ პოზიციას იჩენს და დღესაც ამ პოზიციაზე რჩება.  სომხეთს აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მის მიერ  მოლაპარაკებებში ამ უპირატესობის გამოყენების გამო  შეთანხმებას ვერ ვაღწევთ.სომხეთი ყოველნაირად ცდილობს ,რომ  რათა  აზერბაიჯანის ერთი ნაწილი მიიტაცოს ,მიიერთოს და მთიანი ყარაბაღისათვის დამოუკიდებლობის სტატუსს მიაღწიოს .

 სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრებით დაიმედებულმა  ეუთოს მინსკის ჯგუფის  თანათავჯდომარეებმა   პასიური ლოდინის პოზიცია  დაიკავეს  და  „პრეზიდენტებმა რომელ შეთანხმებასაც არ  უნდა მოაწერონ ხელი  , ეუთოს სათვის მისაღები  იქნებაო„ ასეთი   პრინციპით  შემოფარგლეს.

ჩვენ კი მიგვაჩნია,რომ პრეზიდენტების შეხვედრა ეუთოს  მინსკის ჯგუფის  თანათავჯდომარეთა მოღვაწეობას ვერ შეცვლის. პირიქით, მათ  ერთმანეთი  ორმხრივად უნდა შეავსონ  და კონფლიქტის დარეგულირებისათვის  მოლაპარაკების პროცესის  პროგრესირება უნდა უზრუნველყონ.

საერთაშორისო იურიდიული პრინციპებისა და ნორმების, გეო –იის წესდების შესაბამისად , გეო –აში შემავალი ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს  ტერიტორიული მთლიანობა ,მისი საზღვრების ხელშეუხებლობა ყველას მხრიდან უნდა იქნას უზრუნველყოფილი   და განსაკუთრებით  კი ეუთოს  მხრიდან, რომელმაც თავის თავზე აიღო კონფლიქტის მოგვარების  პასუხისმგებლობა.  ეუთომ და მისმა მინსკის ჯგუფმა  მტკიცედ უნდა დაიცვან ეს პრინციპი და  მის სერიოზულ  განხორციელება ს  ყოველმხრივი შეუწყონ .

დღეს მოლაპარაკების პროცესში  შექმნილი მდგომარეობა  სარეთაშორისო ურთიერთობებში საშიშ პრესედენტს ქმნის.

საერთაშორისო ერთობა საერთაშორისო იურიდიული ნორმების და პრინციპების  მკაცრად დაცვისა და  მათი განმტკიცების  უზრუნველყოფის ნაცვლად დემონსტრირებას უკეთებს თავის უნიათობას . საზღვრების დარღვევით , ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის საერთაშორისო სამართლი  , ფუნდამენტალური ნორმა და პრინციპები  ეჭვქვეშ ექცევა. და ეს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის  რეგიონში მცხოვრები 100 ათასი სომეხის გამო საერთაშორისო პრაქტიკის , საერთაშორისო სამართლის   ათობით წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ  საფუძველს არყევს.სამხედრო ექსპანსიის  აღიარაბით    დამყარებული  მშვიდობა, სუვერენულობა და უსაფრთხოება  მყარი და მუდმივი ვერასოდეს ვერ იქნება.

 შევეხე რა სომხეთ–აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით შექმნილ მდგომარეობის  ისტორიას , მინდა განვაცხადო ,რომ აზერბაიჯანი  ყოველთვის ერთგულია მშვიდობისა და 1994 წლის მაისის თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა . ჩვენ,ამის შემდეგაც  არ დავიშურებთ ძალისხმევას   და მცდელობას ,რათა  კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ.

ამასთან ერთად მინდა ავღნიშნო,რომ ჩემი განაცხადებები გიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომაც , ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებს – რუსეთს, აშშ–სა  და საფრანგეთს  მივმართავ და ვთხოვ რომ კონფლიქტის დარეგულირებისათვის და მშვიდობის  დამყარებისათვის ძალისხმევა არ დაიშურონ .

ეჭვგარეშეა  რომ აზერბაიჯანი, რომლის ტერიტორიის  20 პროცენტი ოკუპირებულია და ასი ათასობით  მოქალაქე  კარვებში ცხოვრობს ,კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებაში   ყველაზე მეტადაა დაინტერესებული. ნათელია,რომ  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას,  მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და  უსაფრთხოებისათვის დიდ მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ამ შეხვედრაზე დიდი იმედებით ვართ მოსული და  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების – რუსეთის, აშშ–ისა და საფრანგეთის აქტიური ძალისხმევას  და ასევე სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან  კონსტრუქტიული პოზიციის დაკავებას მოველით .

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. სასომხეთის სამხედრო ძალების მორიგი პროვოკაცია: დაიღუპა აზერბაიჯანელი ქალი და მისი 2 წლის შვილიშვილი 2. ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანმა მტერს ადგილი მიუჩინა და ღირსეულად უპასუხა 3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შემსრულებლის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის ჰეიდარ ალიევის განცხადება – 27 აგვისტო 1993 წელი 4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება -1999 წ. 12 მაისი 5. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება – ქ. ბაქო 1995 წ. 6. საფრანგეთის პრეზიდენტს მისი აღმატებულებას ,ბატონი ჟაკ შირაქს – ქ. ბაქო 1999 წელი 20 აპრილი
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)