1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .
წიგნის მთავარი მიზანი მთიან ყარაბაღში სომეხი სეპარატისტების და ამ სეპარატიზმის მიზეზით გაჩაღებული ომების შედეგად ასი ათასობით ადამინის გაუბედურების , ათი ათასობით ადამიანის ხოცვა–ჟლეტვის და სომეხთა შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციის გამართლებაა. მთავარი მიზნისთვის რომ მიეღწია,ავტორი ისეთ აბსურდულ პოსტულატებს მიმართავს ,როგორიცაა „ სომხები ყარაბაღის ადგილობრივი მკვიდრნი და ბატონ–პატრონები არიან„, „მთიანი ყარაბაღი არასდროს არ ყოფილა აზერბაიჯანის ტერიტორია , საბჭოთა ბოლშევიკებმა გადასცეს აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას.“, „ სომხები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან“, „ კონფლიქტი აზერბაიჯანელების აგრესიის შედეგად წარმოიქმნა“, ,„ ყარაბაღის სომხებმა, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე მოახერხეს აზერბაიჯანის საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპირება და მის შეიარაღებული ძალების დამარცხება , რომლებიც მათ რიცხობრივად 30–ჯერ ტერიტორიულად კი 20 –ჯერ აღემატებოდნენ და სარგებლობდნენ რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სამხედრო მხარდაჭერით , „ ყარაბაღის სომხები აზერბაიჯანული პოლიციისა და საბჭოთა არმიის მძიმე დარტყმებს განიცდიდნენ“, და სხ.
შახნაზაროვი , წიგნში პრეტენზიებსა და ფაქტებს შორის არსებული რეალური სიცარიელის შევსებას მოვლენების გაყალბებით ცდილობს. ზოგიერთ ფაქტებს გადაჭარბებულად ამახინჯებს , ზოგიერთს კი დუმილით უვლის გვერდს. ამისი ერთ–ერთი ლოგიკური შედეგია,ის რომ რეალური ისტორიული სინამდვილე ,ავტორის მიერ „ორიგინალურად„არის ინტერპრეტირებული . ამრიგად, მეფის რუსეთის მიერ სომხების ირანიდან და თურქეთიდან მასობრივად ირავანში,ნახჭივანში და ერთი ნაწილის კი ყარაბაღის სახანოებში ჩასახლებას,შახნაზაროვი ერთ დროს მშობლიური მიწებიდან გადასახლებული სომხების მამა–პაპეულ კერებში დაბრუნებასავით აღწერს და ამით,რეგიონში დემოგრაფიული სურათის მიზანმიმართულად დაფარვას ცდილობს . ამიტომაც ,ის გადამოსახლებული სომხების რაოდენობას სულაც არ ასახელებს, მხოლოდ და მხოლოდ ირანიდან 40000 ათასი სომეხის გადმოსახლებას აღნიშნავს,ხოლო თურქეთიდან ოფიციალური მონაცემებით ცნობილ გადმოსახლებულ სომეხთა რიცხვი ,რომ 84000 ათას კაცს შეადგენდა სრულიად ივიწყებს. მეფის რუსეთის მიერ ოქროს ფულებითა და ვრცელი მიწებით წახალისებული სომხების „ მამა–პაპეული„ კერებში დასახლებით გადადგმული „ჰუმანისტური„ ნაბიჯების უკან რა იმალებოდა სულ არ აღნიშნავს. ავტორი რეგიონში ჩასახლებამდე მცხოვრები სომხების რაოდენობის სიმცირეს კი ომების , შიმშილის და ეპიდემიის მიზეზით მასობრივი სიკვდილიანობის მაღალი დონით ხსნის.
შახნაზაროვი ცდილობს აღწეროს ,რომ მთიანი ყარაბაღის სომხების სეპერატისტული ქმედებები , აზერბაიჯანელების მხრიდან მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობის მიმართ წარმოებულმა სისასტიკემ გამოიწვია. რაც შეეხება, აზერბაიჯანელების სომხეთიდან მხეცურად გამოდევნას , შახნაზაროვი ცდილობს,ეს ვანდალიზმი ახსნას იმით თითქოს და აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის აქტივისტების ერთმა ჯგუფმა , თავიაანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სომხეთის გაფანის რაიონში მცხოვრები რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი წააქეზეს , დაატოვინეს სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი ადგილ–მამულები , გადმოიყვანეს აზერბაიჯანში . წიგნში საერთოდ არ არის ნახსენები სომხეთიდან იძულებით დევნილი ასი ათასობით აზერბაიჯანელი და მათ მიერ გადატანილი ტრაგედიი.
შახნაზაროვის ვერსიით კონფლიქტი აზერბაიჯანელებმა წამოიწყეს. ავტორი ცხდილობს ,ასეთი სურათი შექმნას ,რომ ვითომდაც წლების მანძილზე აზერბაიჯანელები თურქეთიდან კონტრაბანდული გზით საბრძოლო სურსათ–ტექნიკას ეზიდებოდნენ , შეიარაღდნენ და რუსი საბჭოთა სამხედროების დახმარებით მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლიანი დანაშაულებები ჩადინეს,რის შედეგადაც სომეხ მოსახლეობა სხვა გამოსავალი არ დარჩა, შექმნეს „თავდაცვის ძალები „ და მოსახლეობის გადარჩენის მიზნით იმ რეგიონებზე დაესხნენ თავს ,სადაც აზერბაიჯანელები სახლობდნენ.
შახნაზაროვი 20 ნოემბრის გარაქანდის , 20 იანვრის ტრაგედიას და ხოჯალოს გენოციდს აგრეთვე სამოქალაქო ვერტმფრენის ჩამოგდებას, რომელსაც აზერბაიჯანის,რუსეთის და ყაზახეთის მაღალჩინოსანნი გადაჰყავდა განსაკუთრებული „ორიგინალობით„ აღწერს . ის აღნიშნული ვერტმფრენის რა მიზეზით და ვის მიერ ჩამოგდების ახსნა–განმარტების ნაცვლად წერს ,რომ რამდენიმე ხნით უწინ რომელიღაც უცნობმა ძალებმა შემთხვევის ადგილზე ტალების იარაღი და ტელეკამერები მიიტანეს,ამ საკითხის წინა წამოწევით ცდილობს ძირითად თემას გვერდი აუაროს. სომეხი ავტორი, 20 იანვრის ტრაგედიის მსხვერპლთ კი ბაქოში „სომეხთა დარბევის„ მონაწილეთა მიერ ქუჩაში შემთხვევით მოკლულებს უწოდებს და ცდილობს 20 იანვრის სისხლიანი მოვლენა გაამართლოს. შახნაზაროვი ხოჯალოს ტრაგედიას კი უსაფუძვლო პრეტენზიით ხსნის, თითქოს და სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ცეხლის გახსნის შედეგად ,ღამის წყვდიდაში აზერბაიჯანელი სამხედროები მოსახლეობისაგან ვერ გამოარჩიეს და მოწინააღმდეგე მხარეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს,რის შედეგადაც ხოჯალოს მოსახლეობა ამოხოცეს. მათი გვამები კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაასახიჩრეს და ამოუცნობ მდგომარეობაში ჩააგდეს.
ეთიბარ გულუსოი
1905.az