
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევით 8 ოქტომბერს საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნული დროშები ფრიალებს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პატივსაცემად საპატიო დაცვა მოეწყო, რომელსაც სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.









1918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

