1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

“მიწასთან გასწორებული აზერბაიჯანული სოფლები და ქართული ტაძრები, რომელთაც სომხურად ასაღებენ”

04.05.2016

xrami-3

“დღეს ცოტამ თუ იცის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ამჟამინდელ საზღვარზე, სომხური არმიის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული სოფლების ასკიპარას, ბარხუდარლისა და სოფულუს სიახლოვეს ქართული კულტურის შედევრები – “კირანცისა” და “სვრეგის” მონასტრები მდებარეობს. როგორც ხედავთ, სადღეისოდ ისინი უკვე სომხური სახელწოდებებითაა ცნობილი. იმას, თუ რა სახელებს ატარებდნენ ეს ტაძრები თავის დროზე, სომხები გამიზნულად მალავენ, მაგრამ სომხური რომ არ იყო – ფაქტია, რადგან ამჟამინდელი სომხური სოფელი კირანციც კი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ქართულ-ალბანური ქანენი” – ამის შესახებ KavkazPlus-ზე გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, რომელსაც გაპარტახებული ქართული ტაძრების ამსახველი ფოტოები ახლავს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, “XIII საუკუნის “კირანცის” მონასტერი სულ სამიოდე კმ-ში მდებარეობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრიდან, ზემო ასკიპარის რაიონში, ხოლო იმავე პერიოდის “სვრეგი” – კიდევ უფრო ახლოს, 1 კმ-ში, ბარხუდარლის რაიონში”.

xrami-2

“ისტორიულად, ეს მიწები არასოდეს ყოფილა სომხური. ისინი სომხეთის სსრ-ს საბჭოთა ხელისუფლებამ “აჩუქა”. თანაც – ისე, რომ აზერბაიჯანულმა ზემო ასკიპარამ, ბარხუდარლიმ და სოფულუმ ორი აზერბაიჯანული ანკლავი წარმოქმნეს, რომელიც ყველა მხრიდან სომხეთის სსრ-ითაა გარშემორტყმული. ყარაბაღში კონფლიქტის დაწყებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიას მოკვეთილი ეს სოფლები ჯერ ბლოკირებულ იქნა, ხოლო შემდეგ – დაკავებული და მიწასთან გასწორებული სომხების მიერ. ამჟამად მათგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ამ სოფლების დევნილებად ქცეულ მკვიდრთათვის ეს საშინელი ტკივილია.

ისტორიულად, ამ მიწებზე შერეული ქართულ-ალბანურ-თურქული მოსახლეობა სახლობდა. თავად ამჟამინდელი ადგილობრივი სომხებიც ადასტურებენ, რომ აქ XVIII საუკუნეში ჩამოსახლდნენ ყარაბაღიდან, სადაც ასევე ჩასახლდნენ მანამდე. როგორ მოხვდნენ ისინი სამხრეთ კავკასიაში – უცნობია.

გაზახის სასულთნოს (რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების გავლენის ქვეშ იყო) მთიან ადგილებში ჩასახლებულებმა, მათ მეთოდურად დაიწყეს აქაური მკვიდრი მოსახლეობის დევნა.
თავდაპირველად სომხებმა განდევნეს ძირძველი ალბანური მოსახლეობა – უდინები და მიითვისეს ალბანური ძეგლები, რომელთაც დღეს სომხურად ასაღებენ, შემდეგ მათ განდევნეს ქართველებიც და დაანგრიეს მათი ტაძრები – ამჟამინდელი კირანცი და სვრეგი, ხოლო მე-20 საუკუნის მიწურულს აზერბაიჯანლებიც განდევნეს.

თუმცა შემორჩა როგორც აზერბაიჯანული სოფლების, ისე ქართული ტაძრების ნანგრევები.

სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად არ უშვებს “კირანცში” რესტავრატორებს, მოტივად კი საშიშროებას ასახელებს, რომელიც ვითომდა ტაძრის სიახლოვეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გავლას უკავშირდება. არადა, საზღვარი აქედან მინიმუმ, 10 კმ-შია.

უნიკალური ქართული ფრესკების ნარჩენები იღუპება, სომხები კი ირწმუნებიან, რომ ამ “სომხურ-ჰალკედონურ” ტაძარში არც ერთი ქართული  წარწერა არაა.

აქ არც ქართველ მრევლსა და მომლოცველებს უშვებენ. სომხები ტაძარს მიზანმიმართულად ამყოფებენ ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაში. შედეგად იღუპება მე-13 საუკუნის უნიკალური ქართული ფრესკებიც.

სომხური წარწერები ძველ ქართულ ფრესკაზე:

xrami-1
ქართულ მონასტერ “კირანცის” ნანგრევები:

xrami-2

ეს კი სომხების მიერ დანგრეული აზერბაიჯანული სოფელი ზემო ასკიპარაა, რომელიც “კირანცის” ტაძრიდან  5 კმ-ში მდებარეობს.

xrami-4

კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია “სვრეგის” მონასტერი.

ტაძრის ნაწილი ჩამოშლილია. ეს უნიკალური ძეგლი სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება ქართველ სპეციალისტებს ტაძარში არ უშვებს.

xrami-5

“ყველაფერი ეს აყენებს აუცილებლობას, “კირანცი” და “სვრეგი” – საქართველოს კულტურის ოქროს ხანის ეს უნიკალური ძეგლები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცეს; ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ქართველმა რესტავრატორებმა იზრუნონ საერთაშორისო მნიშვნელობის ამ უნიკალური ძეგლების გადარჩენაზე. თავად სომხები ხომ “კირანცს” სომხურად ასაღებენ და “სომხეთის რესპუბლიკის განსაკუთრებულ ძეგლებს” მიაკუთვნებენ, თუმცა ამავე დროს რატომღაც მიზანმიმართულად უშვებენ მათ განადგურებას!” – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

KavkazPlus

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. მეცნიერები ფარდას ხდიან სომხურ სიცრუეს 2. „1852 წელს სომხეთის პროვინციაში 81.749 მუსლიმანი და 25.131 ადგილობრივი სომეხი ცხოვრობდა„ 3. ბ. იშხანიანი: „ ყარაბაღში მცხოვრები სომხების ერთი ნაწილი უძველესი ალბანელების შთამომავლები არიან,– აბორიგენი  მოსახლეობაა,  მეორე ნაწილი კი  თურქეთიდან და ირანიდან  განდევნილი ლტოლვილები არიან“ 4. სომხების “ ჩამოსახლება“ –ქრონიკა 5. პოლკოვნიკ ლაზარევის სომხებისადმი მიმართვა 6. ტომას დე ვალი: „სომხეთის სსრ  სომხებისათვის ახალი სამშობლოს მიზნით იქნა შექმნილი…„
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)