ქრისტიანებო! ჩემამდე მოღწეული ინფორმაციით, არაკეთილმოსურნე განზრახვის მქონე ადამიანები არა მარტო ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ,არამედ ბედნიერ რუსეთში გადასასახლებლად ნებართვის მსურველთ შიშს უნერგავენ და მათ სანატრელი ოცნების ასრულებაში ხელს უშლიან.
ამას რომ წინ აღვუდგე და სომეხი ხალხის ჩემდამი ნდობა და მთავარსარდლის დავალება შევასრულო , გაცნობებთ,რომ მისი აღმატებულება რუსეთის ხელმწიფე რუსეთში გადასახლების მსურველთ ,თავის სახელმწიფოში საიმედო, წყნარ და ბედნიერ თავშესაფარს ჰპირდება. თქვენს მიერ ამორჩეულ ადგილებზე – ირავანში, ნახჭივანში და ყარაბაღში ამორჩეულ მიწებზე მიღებული მოსავლის მხოლოდ მეათედი ნაწილი გადაეცემა სახელმწიფოს, დანარჩენი კი თქვენი იქნება. ექვსი წლის მანძილზე ნებისმიერი გადახადისაგან განთავისულდებით და თქვენში ყველაზე ღარიბებს დახმარება ექნებათ. აქ დარჩენილი ქონება კი შეგიძლიათ ხუთი წლის მანძილზე ვექილის მეშვეობით გაყიდოთ. თქვენს მიერ დატოვილი ქონების სიას , ბატონ აბბას მირზასთან არსებულ დიპლომატურ საწარმომადგენლოს ან და კომისარს გადავცემ. თქვენ რუსეთში ნახავთ რელიგიათა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობას და გადატანილ ყველა ჭირ–ვარამს დაივიწყებთ. იქ ქრისტიანებთან ერთად იცხოვრებთ,იგრძნობთ მათ დადებით ზეგავლენას და ყოველივე ამასთან ერთად ახალი სამშობლოდ გექნებათ. იქ გაიუმჯობესებთ ყოველდღიურ ყოფას და იმ გაცემულ მცირე მსხვერპლებს ასჯერ აინაზღაურებთ. მართალია თქვენ ,თქვენთვის ძვირფას სამშობლოს დატოვებთ, მაგრამ უნდა იფიქროთ იმ ქრისტიანული მიწების შესახებ სადაც დასახლდებით და რომელიც დიდი სიხარული გელით.
ირავანის ოლქში გაფანტული ქრისტიანები ერთად შეიკვრებიან და ნახავთ თუ რუსეთის დიდი ხელმწიფე თქვენი ერთგულების სანაცვლოს როგორ აგინაზღაურებთ .იჩქარეთ ,დრო ძვირფასია! სულ მალე რუსეთის არმია ირანის საზვრებს დატოვებს და მაშინ თქვენი გადასახლება გაძნელდება და ჩვენ , თქვენს უსაფრთხოდ გადასახლების გარანტიაზე პასუხისმგებელნი აღარ ვიქნებით. მცირე მხვერპლის გაღებით სამუდამოდ ყველაფერს მიიღებთ.
რუსეთის იმპერატორის პოლკოვნიკი და კავალერისტი ლაზარევი 1828 წლის 30 მარტი , ქალაქი ურმია
ს.ნ.გლინკა : წიგნიდან „ სომხების აზერბაიჯანში გადმოსახლება„ გამომცემლობა „აზერბაიჯანი„ ბაქო 1995

 
         
        



 
                




 
 
    
   
  
     1918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.
1918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.


