აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლოდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო, მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავზე კი, ყვავილების თაიგული მიიტანა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის თანხლებით, ასევე გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის” მემორიალი.