ლამაზი ქვის მოზაიკით მორთული ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე მუზეუმში ინახებოდა.
რეგიონის ბუნებრივი ქვის ხაზინაში 10 ათასი ფერის ქვის ნიმუში იყო დაცული მუზეუმში. გეოლოგია,არქეოლოგია და ხმის მუზეუმად წოდებულ ამ მუზეუმის გარე კედლები 2000–ზე მეტი ფერის ქვებით იყო მორთული ,რომლებიც გარემოსათან ერთგვარ სინთეზს ქმნიდნენ ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმი ,რომელშიც რაიონის მთის ქანები სრულიად იყო გამოფენილი. აქ იყო ხეებისა და მცენარეთა ნიმუშები, კლდის ზედა აღწერილობა, ქვის საფდავისზედა ცხვრისა და ცხენის ძეგლები ,გიგანტური ბეზირის ქვები და სხვა ქვის ნიმუშები, არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მრავალი კულტურულ–საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები. მდიდარ მუზეუმში 10 ათსამდე წიგნის ფონდის მქონე ბიბლიოთეკაც მოღვაწეობდა.
მუზეუმში მრავალი აზერბაიჯანელი გამოჩენილი პირის მაგნატოფინს ლენტეფზე ჩაწერილი ხმები ინახებოდა. მათ შორის სახალხო პოეტის სამედ ვურღუნის,,აკადემიკოს მირალი გაშგაიას, გამოჩენილი მწერლების სულემან ახიმოვის და ალი ვალიევის, ცნობილი მეცნიერისხუდუ მამედოვის, კრიტიკოს ლიტერატურათმცოდნის გასიმ გასიმზადეს და გულუ ხალილოვის და მრავალი სხვის ხმათა ლენტები იყო შენახელი.
მუზეუმში ინახებოდა 1986 წელს 147 წლის ასაკში გარდაცვლილი ქალბატონის ,ერთ დროს აშუღ ალესკერის მიერ ლექს მიძღვნილი ქელბეჯერელიქალბატონის გულანდამის სურათი და მისი 100–მდე ხელსაქმე , მოქსოვილი ხალიჩა და საფენებიც . სსრკ–ს მეცნიერებათა აკადემიის კორესპოდენტი ალექსეი მაკაროშევი ამ მუზეუმის შესახებ წერდა: „ ეს არის მსოფლიოს ერთადერთი მუზეუმი,სადაც მოთვმინებით არის თავმოყრილი მთის ქანების ყველა ნიმუში„.
განლი ქანდის მიმართულებით მდებარე ცნობილი ლოქის ციხის მაკეტი , ქელბეჯერის მთებში მობინადრე მრავალი გარეული ცხოველების ჩონჩხები–საფრთხობელა , 150 მილიონი წლოვანების მქონე, მდინარე თართარის ქვიშნარში აღმოჩენილი გაქვავებული ლოკოკინას ნიმუშები, დაწყებითი სათემო წყობილების დროინდელი ისრები, დანები, ცულები,რკინის რიზას წვერები და სხ. იყო გამოფენილი
ძალზედ სამწუხაროა,რომ რეგიონში უნიკალურობით გამორჩეული მუზეუმის ბინა 1992 წელს ქელბეჯერის რაიონის ოკუპაციის დროს სომეხ შეიარაღებლ დაჯგუფებათა მიერ განადგურებული იქნა და მუზეუმის ოცდა ათი ათასზე მეტი ექსპონატი კი სომხეთში იქნა გაზიდული.
ისტორიულ– მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განადგურების შემდეგ ქ. ბაქოს ჰეიდარ ალიევის პროსპექტი 8– მისამართზე 42 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ერთ ოთახში იქნა ორგანიზებული.ამჟამად მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით ,სადაც სახელმწიფო ხარჯები საერთოდ არ დახარჯულა , მუზეუმის ფონდში 5 6665 ცალი ექსპონატია დაგროვილი. ექსპონატები ქვემოთ ჩამოთვლილ სახეობებად არის დაყოფილი:
;ნაყში (493ცალი)
გრაფიკა(2 ცალი);
მოქანდაკეობა (44ცალი);
ხელოვნების საგნები(175 ცალი),
არქეოლოგიური საგნები (136 ცალი);
საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიკული საგნები (214 ცალი);
ფოტოსურათები (1832 ცალი);
დოკუმენტები (264 ცალი ) და სხ.
ამჟამად მუზუმში 13 კაცი მუშაობს
სპილენძის უძველესი ჭურჭელი, საფეიქრო საგნები, ხალიჩა, მარილის ტომარა, ფარმაში,დასაკიდ ქსოვილებზე ამოქარგულები, ქელბეჯერის სხვადასხვა ფერი ქვები, მოწამე მუზუმის ფოტოსურათები,100 წლის და მეტი წლოვანების მოხუცების ფოტოები, ამოწვის სახით ფიცარზე შესრულებული პორტორეტები, ტრადიციების ამსახველი დიდი მოცულობის ნახატი იტლოები დღეს მუზეუმში გამოფენილ ექსპონათაგანია.
ქელბეჯერის ისტორიუ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველიდირექტორი აოეტი შამილ ასკერ დალიდაღლი იყო.
დღეს კი ეს თანამდებობა მის ვაჟს ბარზანი ასკეროვს უკავია
მოამზადა:
ვუგარ თოფიგლიმ
სიტყივს თავისუფლების დაცვის ფონდის დირექტორი