სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისშედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, – იუწყება აზერბაიჯანული «АПА».
მისივე ინფორმაციით, აგდამის რაიონის სოფელ აფეტლიში საცხოვრებელ სახლს ყუმბარა მოხვდა.
გამოცემის ცნობით, დაჭრილი ამ დროისვის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გარდა ამისა, საარტილერიო ცეცხლის შედეგად აგჯაბედინის რაიონის სოფელ გარახანლიში მშვიდობიანი მაცხოვრებლის სახლი დაიწვა. სახლის მეპატრონისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ადგილზე აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ.