მსოფლიო აზერბაიჯანელთა V კონგრესისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება.
24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა.
ყრილობა დაგეგმილია აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, რომელიც მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის ძლიერი არმიის მიერ განთავისუფლდა მტრის ოკუპაციისგან.
კონგრესის მონაწილეები ჯერ ბაქოს ღირსების ხეივანს, მოწამეთა I და II ხეივანს მოინახულებენ, შემდეგ კი შუშაში გაემგზავრებიან.
ღონისძიებას, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მცხოვრები 65 ქვეყნიდან 400-მდე აზერბაიჯანელი დაესწრება. ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, მოხსენება დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის საქმიანობის შესახებ, დისკუსია თემაზე: „აზერბაიჯანული დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევები ომის შემდგომ პერიოდში“, „აზერბაიჯანული დიასპორის წვლილი ყარაბაღის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში. “ დაგეგმილია.