1905.az

  • სომხების „მოსვლა„
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელების გენოციდები
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის სახელმწიფო
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება
    • ქრონიკა
    • ნოტა ბენე
    • განხილვა
    • ამბავი
  • Azərbaycanca
  • العربية
  • Հայերեն
  • English
  • Français
  • ქართული
  • Deutsch
  • فارسی
  • Русский
  • Español
  • Türkçe

XƏBƏR AXINI

  • შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს
  • ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
  • საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს
elkhan-suleymanov.az Personal web page
of Elkhan Suleymanov,
MP from Shamakhi
( 2010-2020 )
  • დოკუმენტები
  • რუკები
  • გამოცემები
shahdagpeoples.az

ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევი – აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერი

10.05.2019

ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევი დაიბადა 1923 წლის 10 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში.

1939 წელს ნახჭევანის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მან აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა (ამჯამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია). დაწყებულმა ომმა მას განათლების ბოლომდე მიღებაში ხელი შეუშალა.

1941 წლიდან ჰეიდარ ალიევი ნახჭევანის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში და ნახჭევანის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოში მუშაობდა განყოფილების გამგედ, 1944 წელს კი სამუშაოდ გაგზავნილ იქნა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. ამ პერიოდიდან დაწყებული ჰეიდარ ალიევს, მუშაობდა რა უშიშროების ორგანოების სისტემაში, 1964 წლიდან თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 1967 წლიდან კი – აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე იყო. მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამ წლებში მან ლენინგრადში (ამჯამად სანკტ-პეტერბურგი) სპეციალური უმაღლესი განათლება მიიღო, 1957 წელს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1969 წლის ივლისში,ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად იყო არჩეული და რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა. 1982 წლის დეკემბერში ჰეიდარ ალიევი არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად, დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და გახდა სსრკ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჰეიდარ ალიევი ოცი წლის განმავლობაში იყო სსრკ უზენაესი საბჭოს დეპუტატი და 5 წლის მანძილზე სსრკ უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

1987 წლის ოქტომბერში ჰეიდარ ალიევი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და პირადად გენერალური მდივანის მიხეილ გარბაჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად დაკავებული თანამდებობებიდან გადადგა.

საბჭოთა ჯარების მიერ 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მოწყობილ სისხლიან ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მეორე დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში განცხადებით გამოსულმა ჰეიდარ ალიევმა მოითხოვა აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯა. 1991 წლის ივლისში მთიან ყარაბახში მომხდარ მწვავე კონფლიქტთან დაკავშირებით მან სსრკ ხელმძღვანელობის ორპირული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად მიატოვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგები.

1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნებული ჰეიდარ ალიევი ჯერ ბაქოში, შემდგომ კი ნახჭევანში ცხოვრობდა ამავე წელს იგი არჩეულ იქნა აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1991-1993 წლებში მას ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავჯდომარის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 1992 წელს ქალაქ ნახჭევანში პარტია “იენი აზერბაიჯანის” დამაარსებელ ყრილობაზე ჰეიდარ ალიევი პარტიის თავჯდომარედ იყო არჩეული.

როდესაც 1993 წლის მაის-ივნისში სახელმწიფო კრიზისის უკიდურესად გამწვავების შედეგად ქვეყანაში სამოქალაქო ომის და დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა, აზერბაიჯანელი ხალხი ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების სათავეში მოსვლის მოთხოვნით გამოვიდა.

აზერბაიჯანის მაშინდელი მმართველები იძულებულნი გახდნენ ოფიციალურად მიეწვიათ ჰეიდარ ალიევი ბაქოში. 1993 წლის 15 ივნისს ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული, 24 ივლისს კი მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. 1993 წლის 3 ოქტომბერს საერთო სახალხო არჩევნების შედეგად ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს1998 წლის 11 ოქტომბერს, მაღალი სახალხო აქტივობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, მოაგროვა რა ხმების 76,1 პროცენტი, იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. ჰეიდარ ალიევმა, რომელიც დათანხმდა 2003 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა მასში მონაწილეობის მიღებაზე.

ჰეიდარ ალიევს მიენიჭა საერთაშორისო პრემიების მთელი რიგი, სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის და სხვა მაღალი საპატიო წოდებები. იგი ოთხჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მრავალი მედლით, ორჯერ მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება, დაჯილდოვდა საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის ორდენებითა და მედლებით.

აზერბაიჯანის ისტორიული ბედი, რომელიც მოიცავს ბოლო 30 წელზე უფრო ხანგრძლივ პერიოდს, უწყვეტად არის დაკავშირებული ჰეიდარ ალიევის სახელთან. ამ წლების განმავლობაში ხალხის აღორძინება საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში დაკავშირებულია სწორედ მის სახელთან.

თავისი მმართველობის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჰეიდარ ალიევი დაეხმარა მშობლიურ კუთხეს – აზერბაიჯანს,როგორც სახელმწიფოს, რომლის პროგრესისკენ იგი ყოველთვის მიისწრაფოდა, რომლის მდიდარი კულტურით, დიდი ისტორიული წარსულით იგი ყოველთვის ამაყობდა და რომლის მომავალ თაობებზე წუხდა, გადაელახა დროის მძიმე და მკაცრი გამოცდა.

წარმოადგენდა რა გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს და ხალხის უდავო ლიდერს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში იგი ცოცხალ ლეგენდად იქცა. ამიტომ ჰეიდარ ალიევის ფენომენი ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას. მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელთა ამ საერთო ეროვნული ლიდერის მშფოთვარე პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც აღტაცებას იწვევდა, ფართოდ შუქდებოდა როგორც რესპუბლიკურ, ასევე მსოფლიო ბეჭდვით ორგანოებში.

1993 წლის ივნისში, როდესაც აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნდა, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაშლის მუქარის წინაშე დგას და როდესაც ყველაზე მძიმე დღეები დადგა, მან დაჟინებით მოითხოვა არსებული ხელისუფლების შეცვლა და იმ დროიდან ხელახლა მიანდო თავისი ბედი ჰეიდარ ალიევს. თავისი ხალხის ტანჯვის შემხედვარე ჰეიდარ ალიევმა მიიღო ხალხის დაჟინებული მოწვევა და დაუბრუნდა დიდ პოლიტიკას აზერბაიჯანში. ხალხი ჰეიდარ ალიევის დაბრუნებას იმედით და სიხარულით შეხვდა და ეს დღე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული ხსნის დღე.

lib.aliyevheritage.org

Tweet
1905.az

Oxşar yazılar

1. შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს 2. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო 3. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს 4. ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა 5. ილჰამ ალიევი: “მიუხედავად იმისა, რომ ომი დასრულებულია, ჩვენ წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები ჯერ არ დასრულებულა” 6. მეჰრიბან ალიევა ილჰამ ალიევს: ბატონო პრეზიდენტო, მჯერა, შევძლებ თქვენი ნდობის გამართლებას
avciya
avciya.az Association for civil society development in Azerbaijan

ინტერვიუ

მუსა გასიმლი

„ 1918 წელს ბაქოში აზერბაიჯანული მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი ამოხოცილი იქნა„

ნაზიმ მუსტაფა

„1918 წლის გენოციდისა და ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხები ერთი და იმავე მიმართულებიდან გვიტევდნენ“

ილიას ბაბაევი

“კავკასიური ალბანეთის პერიოდში ყარაბაღში სომხები არ ცხოვრობდნენ“

ფარჰად მამედოვი

„აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო სამართალის გააქტიურების მომხრეა.“

გულთაქინ ნაჯაფლი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი - 100

Gündüz müəllim xatirələrdə

ისტორიული აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

 171918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

ინფოგრაფიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ge_infografika_tehsil_muessiseleri

ბუკინისტი მენდელი

არსენ–მალიქ შახნაზაროვის ფაქტებითა და სიტვებით თამაში

IMG-20140603-WA0002

1993 წლიდან „მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის„ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი არსენ მალიქ–შახნაზაროვის   „მთიანი ყარაბაღის ფაქტები სიცრუის წინააღმდეგ„ (Нагорный Карабах: факты против лжи) სახელწოდების წიგნი 2009 წელს ,3000 ტირაჟით მოსკოვის ერთ–ერთ გამომცემლობა “Volşebnıy Fonar” –ში გამოიცა .

ვალპაპერი

სარი მუსას სამარხი, აღდამის რაიონი

Studio Analitik qrupu Diskussiya klubu Kitabı Səyyar qalereya

© 2025 უფლებები დაცულია

1905.az STUDIO
  • აზერბაიჯანელების გენოციდები(Azərbaycanlıların soyqırımları)
  • სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია(Ermənistanın Azərbaycana təcavüzü)
  • ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება(Atəşkəs davam edir)
  • სომხეთის სახელმწიფო(Erməni dövləti)
  • აზერბაიჯანელთა დეპარტაცია(Azərbaycanlıların deportasiyaları)
  • Bizim sənətçi
  • ბუკინისტი მენდელი(Bukinist Mendel)
  • ჩვენი ისტორია(bizim tarix)
  • მემკვიდრეობა(Irs)
  • ვალპაპერი(Wallpaper)
  • ინფოგრაფიკა(infoqrafika)
  • Dəyirmi masa
  • სვეტი(Köşə)
  • müsahibələr
  • ფოტოები(Fotolar)