XX საუკუნის დასაწყისში ეროვნულ ნიადაგზე– სომხებისა და აზერბაიჯანელების კონფლიქტისა და სომეხი ნაციონალისტების მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის შედეგად დღევანდელი სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოდევნილი იქნა.სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა ანდრონიკის ხელმძღვანელობით , 1918 წლის შუა ხანებში ზანგაზურში მუსლიმანებით დასახლებული საცხოვრებელი პუნქტების განადგურებასა და რეგიონის ეთნიკური თვალსაზრისით განწმენდაში დიდი როლი ითამაშეს. დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობამ , რომელსაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა , ანდრონიკს საშუალება არ მისცეს,რომ თავისი ინტერესები ყაბარაღშიც განეხორციელებინა.ანდრონიკს თან ახლდა აღმოსავლეთ ანატალიიდან ,ძირითადად კი მუშსა და ბიტლისიდან 30 ათასი ლტოლვილი სომეხი.