All posts by Rəşad Süleymanov
სარი აშუღის ხსოვნის მუზეუმი
ხალხურ ზეპირსიტყვიერ და წერილობით ლიტერატურაშიც ცნობილი ბაიათის ოსტატის სარი აშუღის ცხოვრების წლები,მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იყო ქცეული,მისმა სახელმა და ხელოვნებამ საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია. 1927 წელს არქეოლოგებმა სარი აშუღის სამარხის,რომელიც გულაბირდის სასაფლაოზე მდებარეობს კვლევები განახორციელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ სამარხი XVII საუკუნეს განეკუთვნება. გაგრძელება წაიკითხე
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება – ქ. ბაქო 1995 წ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა,– მიუხედავად იმისა,რომ იძულებით იქნა ომში ჩათრეული და მისი ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტის ოკუპირებულ იქნა და ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მშობლიური მიწებიდან განიდევნა და ლტოლვილად იქცა ,– სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა. გაგრძელება წაიკითხე
სამუელ ვიმსი :„რუსებმა თავიაანთი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის კავკასიაში დემოგრაფიული ცვლილებები გაატარეს„
…რუსეთმა 1826 წელს კავკასიის მიერთების პროცესი წამოიწყო.იმ დროის რუსული დოკუმენტების საფუძველზე ყარაბაღში 90 ათასი კაცი ცხოვრობდა. იქ ერთი დიდი ქალაქი და 600 სოფელი იყო და მათგან მხოლოდ 150 –ში ცხოვრობდნენ სომხები. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს აღნიშნული ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადასახლების შედეგად მათი ადგილ–მამულები სომხებს დარჩათ და ამ მიწების ძირითად მაცხოვრებლებად იქცნენ.1823–1830 წლებში რუსებმა აღნიშნულ მიწებზე 130 ათასზე მეტი სომეხი გადმოასახლეს და მათ ადგილობრივთა სახლ–კარი,მიწები დაურიგეს იმ მიზნით,რომ ისინი რუსეთის იმპერიას მხარს დაუჭერდნენ. გაგრძელება წაიკითხე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება . ქალაქი კი უესტი , 2001 წლის 3 აპრილი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანო პატივემულო ბატონო პაუელ!
პატივცემულო მინსკის კონფერენციის თანათავჯდომარეებო!
პატივცემულო შეხვედრის მონაწილეებო!
პატივცემულო მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებო!
ბატონებო და ქალბატონებო!
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი მოწვევისათვის, , ბატონო სახელმწიფო მდივანო, უპირველესყოვლისა მინდა მადლობა მოგახსენოთ. სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი საქმისათვის შექმნილი მშვენიერი პირობებისათვის ,მინდა მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალაქ კი უესტის სამთავრობო ორგანოებს და ამ შეხვედრის ყველა ორგანიზატორს. გაგრძელება წაიკითხე










1918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.

