აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შემსრულებლის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის ჰეიდარ ალიევის განცხადება – 27 აგვისტო 1993 წელი
ხუთ წელზე მეტია,რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა სომხეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგადაა დაზარალებული და რადგანაც აღნიშნული აგრესია დღითიდღე ფართოვდება ჩვენი ასობით სოფელი და საცხოვრებელი პუნქტი მტრის მხრიდან ოკუპირებული , დამწვარი და განადგურებულია .სასტიკი ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო–უკვლოდ დაიკარგა. სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ასი ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა და აყრილი იქნა მამა–პაპეული კერებიდან.