სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია

საფრანგეთის პრეზიდენტს მისი აღმატებულებას ,ბატონი ჟაკ შირაქს – ქ. ბაქო 1999 წელი 20 აპრილი

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო!

  მინდა   სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის  მოგვარების საქმეში  არსებული წარუმატებლობის  გამო  ჩემი შეშფოთება  გამცნოთ.  მოგეხსენებათ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა როგორც იყო  ასევე რჩება ,კვლავ  დარღვეულია,  აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი სომეხთა შეიარაღებული ძალების   ოკუპაციაში იმყოფება.მშობლიური  ადგილ–მამულიდან იძულებით აყრილი და განდევნილი  ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი  ლტოლვილი  ხუთ წელზე მეტია რაც  გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.  გაეროს  უშიშროების საბჭოს 822–ე,853–ე,874–ე და 884–ე  დებულებები , რომლებიც სომეხთა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიების  უპირობოდ  განთავისუფლებას მოითხოვს    დღესაც შეუსრულებელია.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა ბუდაპეშტის შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა –1994 წელი 6 დეკემბერი

პატივცემულო ბატონო თავჯდომარე!

პატივცემულო სახელმწიფო მეთაურებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

 

გამოჩენილი სტუმართამოყვარეობისათვის , ქალაქ ბუდაპეშტში ჩვენი მუშაობისათვის შექმნილი  შესანიშნავი პირობებისათვის  უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ არფად გონთსას  და  უნგრეთის მთავრობას  გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონ უილიამ ჯ.კლინტონისადმი – ქ. ბაქო, 1999 წლის 8 თებერვალი

 პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში არ არის პროგრესი. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისევ დარღვეულია, აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, 1 მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილი, ძალადობრივად გამოძევებული მშობლიური ადგილებიდან, აი, უკვე ხუთი წელია დიდ გაჭირვებას განიცდის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები NoNo 822, 853, 874, 884 ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების უპირობო გაყვანის მოთხოვნით არ სრულდება.