სომეხი შოვინისტები იმედს ამყარებდნენ ,რა იმპერიალისტი მოკავშირეებისა და უმართავი მასებისა და გენერალ დენიკინის მხარდაჭერაზე შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული ტერიტორიაზე , რომელიც შვიდ ოლქს მოიცავდა ,„დიდი სომხეთის „ შექმნის კრიმინალური იდეის განხორციელებაზე ოცნებობდნენ.
1994 წელს საფრანგეთში ვინმე პიერ ლამეზოს ხელმძღვანელობით გამოცემულია წიგნი: „ევროპის გენეოლოგია“ ანუ „დასავლეთის ცივილიზაციის ატლასი“ (Pierre Lamaison. Généalogie de l’Europe: de la Préhistoire au XXe siècle. Atlas de la Civilisation Occiddentale. Sous la Direction de Pierre Lamaison) და მის 259-ე გვერდზე ბიჭვინთა სომხეთად არის მითითებული, წიგნში აგრეთვე ლაპარაკია ბიჭვინთის ტაძარზე. საერთოდ, მსოფლიოში მრავალი ლიტერატურა გამოდის, რომლებშიც საქართველოს ძირძველი ტერიტორიები სომხეთის ისტორიულ მიწა-წყლად არის დაფიქსირებული. ერთი შეხედვით თითქოს ამასში საგანგაშო დიდი არაფერია და ისტორიული მასალებით შეგვიძლია საწინააღმდეგო დავამტკიცოთ, თუმცა ეს ასე არ არის.