ფიზული

ფიზულის რაიონი

ფიზულის რაიონი (1930–59 –იან წლებში გარიაგინის რაიონი)  აზერბაიჯანის ერთ–ერთი  ადმინისტრაციული რაიონია.დაარსებული იქნა 1930 წელს. სამხრეთ–აღმოსავლეთით  ესაზღვრება ირანის ისლამური რესპუბლკას .ტერიტორია 1390 კვ2.  . მოსახლეობა 147.1 ათასი კაცი (01.01.2006)  , ქალაქი ფიზული რაიონის ცენტრია.

რაიონში შედის ქალაქი ფიზული, დაბა ჰორადიზი ,11 დაბრუნებული დაბა და  სოფლები ახმედბეკლი, ბალი, ბაჰმანლი,არაზ–ზარგარი,არაზ დილაღარდა, ბირნჯი მაჰმუდლი, იქინჯი მაჰმუდლი,ახმედალილარი,გაზახლარი,მირზანაღლი ,აშაღი ქურმაჰმუდლი, იუხარი ქურმაჰმუდლი,ალხანლი, ბოიქ ბაჰმანლი,ქერიმეკლი, არაიათლი,ბაბი, მოლამახარამლი,ჰორადიზი,აშაღა სეიდახმედლი,შუქურბეკლი,, იუხარი სეიდახმედლი,გორგანი, შაქარჯაკი,შიხლი,გეჯაგოზლი, უჩუნჯუ მაჰმუდლი,,აშაღა ვეისალლი, იუხარი ვეისალლი,სარაჯიგი,, იუხარი რაფადინლი,გორაზილლი, გარადაღლი, იუხარი გუზლაკი, ხათინბულაგი, გაჯარი,დივანალილარი,გარახანბეკლი, მერდინლი,გოჩახმედლი,არიში, მოლლაველი,,დედელი,იშიგლი,გარღაბაზარი,იალ ფირახმედლი,იუხარი იაღლივენდი, გარამამედლი,დილაღარდა, გობუ დილაღარდა,გარვანდი, იუხარი აბდულრახმანლი,ქურდლარი,აშაღა აბდლრაჰმანლი, დორდჩინარი, სეიდმაჰმუდლი, ალასკარლი,ჰუსეინბეკლი,ფირახმედლი,მუსაბეკლი,მანდილი, აშაღა გუზლაკი,აშაღა რაფანდილი, უჩბულაგი,გუვარლი,ხალაფშა,ჩიმენი, იუხარი აიბასანლი, დოვლეთიარლი, აშაღა იაღლივანდი,გარაქოლლუ,გოვშათლი, ჰაჯილი, მირჯამალლი და ზარგარი.

რაიონის  რელიეფი   მდინარე არაქსის  მხარეს   ფერდობებია,დასავლეთით დაბალი მთები (ყარაბაღის მთათა ციკლის  სამხრეთ– აღმოსავლეთით მდებარე   ფერდობები) ძირითადად  თაბაშირის,  ნეოგენური და ანთროპოგენური    ფენებია გავრცელებული .კლიმატი ზაფხულში  მშრალი, თბილია,   იანვარში საშუალო ტემპერატურა –0.–1 ◦ C –ია,, ივლისში 24◦C–დან 25◦ C –ამდე მერყეობს, წლიური ნალექი 400–600 მმ–ა.

მდინარეები  (ქონდალანჩაი,გოზლუჩაი  და  გურუჩაი),  ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვარზე  არსებულ  მდინარე არაქსის ბასეინს განეკუთვნებიან.    ნიადაგი რუხი და მინდვრის –რუხი, წაბლისფერი, მთის რუხი–ყავისფერი და სხ.  . მცენარეული საფარი  ,ძირითადად ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ცხოველები :მგელი,მელა,გარეული ღორი, ზღარბი   და სხ. ფრინველები  თურაჯი,ქედანი , გვრიტები და სხ.

ფიზულის რაიონში ,ძირითადად  სოფლის მეურნეობაა განვითარებული. აქ არის  მებამბეობის, ცხიმ–ყველეულის  და  რკინა–ბეტონის  ქარხნები, ხორბლის პროდუქტების  კომბინატი,  საქსოვი ფაბრიკა, ქვის ქარხანა,  ყურძნის გადამამუშავებელი  დაწესებულებები,100–ზე მეტი  მსხვილი გადასამამუშავებელი  დაწესებულება და სხ.

რაიონში არის  80 საერთო საშუალო სკოლა; 2 პროფსასწავლებელი,22 საბავშვო ბაღი,12 მუსიკალური  სკოლა, 19 კლუბი, 2 მუზეუმი,32 ბიბლიოთეკა , 10 საავადმყოფო,16 სამედიცინო პუნქტი,9 საბებიო–საფელდშერო პუნქტი.

რაიონის ტერიტორიაზე არის მრავალი ისტორიულ–არქეოლოგიური და  არქიტექტურული  ძეგლი ( ახალი ქვის ხანა, თუჯის ხანა)სამარხები  (13,18 ს.)მეჩეთები (17,18,19 ს.) ქარვასლა  (1684) და სხ.

1993 წლის 23 აგვისტოს ოკუპირებულ იქნა სომეხთა  სამხედრო დაჯგუფებების მიერ.

აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია 25 ტომად,, ტლმი “ აზერბაიჯანი“, ბაქო 2007 , 856 გვ.