შუშის

შუშის რაიონი

შუშის რაიონი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ–ერთი ადმინისტრაციული რაიონია. შეიქმნა 1930 წელს. 1963 წელს  გაუქმდა და მისი ტერიტორია ხანქენდის  რაიონს ( 1978 წლიდან ასკერენის რაიონი)  გადაეცა.1965 წელს კვლავ დამოუკიდებელი რაიონი გახდა. მცირე კავკასიაში , ყარაბაღის ციკლის  მთების ტერიტორიაზე  მდებარეობს , ფართობი 290 კმ 2, მოსახლეობა 26.7 ათასი კაცი (01.01.2006). რაიონის ცენტრი ქალაქი შუშა.

 რაიონის შემადგენლობაში  შედის ქალაქი შუშა,  დაბა  თურშუ  და მალიბალი, სოფლები იუხარი გუჩულარი,ხალფალი,დუქანლარი,ზამანპაიესი,შუშული,მირზალარი,გაიბალი,ლაჩინლარი,შირლანი,ჩაიქენდი,ფაშალარი,მამიშლარი,ხანალი,იმამგულილარი,ჯამილლარი,საფიხანლარი,ხანლიგფაია,.ალლაგულილარი, ბოიქ გალადარა,ქიჩიქ გალადარა,გოთალა,ონვერსტი,ზარისლი,ნაბილარი,სარიბაბა,დაშალთი,ნაღილარი,ხუდავერდილარი.

რელიეფი მთიანია, ყველაზე მაღალი მთაა ბოიქ ქირსის  მთა(2725 მ.) ძირითადად გავრცელებულია  თაბაშირის ქანები. აქ არის საამშენებლო მასალების სასარგებლო წიაღისეული და  მინერალური  წყლები (თურშუ,სირლანი).ზაფხული  მშრალი და თბილი,ზამთარი კი  მშრალი და ცივი კლიმატით გამოირჩევა .იანვარში საშუალო ტემპერატურა 4°C-დან  -l°C-მდე, ივლისში კი 16-19°C-ია. წლიური   ნალექი 700-800 მმ. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე გარგარი. გავრცელებულია  ყავისფერი მთა–ტყის, რუხისფერი მთა–ტყის ,მთის მდელოს ტიპის მიწები . მაღალმთიან მიდამოებს ალპური და სუბალპური  მდელოები ფარავენ. დაბალ მთიან ადგილებისა  და ტყის კალთებზე  განადგურებული  ტყის ნაცვლად  მდელოები და ქსეროფიტული  ბუჩქებია გავრცელებული. ცხოველები: დათვი, მგელი, მელა, ნაცრისფერი კურდღელი და შველი  და სხ.ბინადრობს. ფრინველები:  გვრიტი, ხოხობი და სხ.

რაიონში  ძირითადი ადგილი უკავია მეცხოველეობას.

რაიონში 24 საერთო საშუალო სკოლა ,6  სკოლის გარე  საგანმანათლებლო დაწესებულება,სამედიცინო სკოლა,8 მუსიკალური სკოლა, კულტურულ საგანმანათლებლო  ტექნიკუმი, სოფლის მეურნეობის ტექნიკუმი,, კულტურის ცენტრი, კინოთეატრი, 5 მუზეუმები, სამხატვრო გალერეა, კლუბი, ბიბლიოთეკა, ცენტრალურ რაიონული საავადმყოფო,  სოფლის 2 საავადმყოფო, 11 საფელშერო– საბებიო  პუნქტი, სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური სადგური, ბავშვთა სანატორიუმი , პირველადი სამედიცინო დახმარების სადგური, ქალაქის პოლიკლინიკა, სტომატოლოგიური კლინიკებია .

რაიონში სახელმწიფოს მიერ. 248 ისტორიული ძეგლია  დაცული

1992 წლის 8 მაისს სომეხთა სამხედრო  გაერთიანების მიერ ოკუპირებულ იქნა.

აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია ,ტომი  25 , ტომი,” აზერბაიჯანი ,” ბაქო, 2007, გვ. 872