ილჰამ ალიევი – საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის შემდეგ ალიევმა და ღარიბაშვილმა მედიასთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.

24News.ge იუწყება, რომ შეხვედრაზე ქვეყნის ლიდერებმა საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევით 8 ოქტომბერს საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.