აღდამი

აღდამის რაიონი

აღდამის რაიონი ,როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის  ერთ–ერთი ადმინისტრაციული  რაიონი. დაფუძნებული იქნა  1930 წელს . მდებარეობს ყარაბაღის მთათა  ციკლის   ჩრდილო–აღმოსავლეთ  მიდამოებში, მტკვარ–არაქსის ხეობის  სამხრეთ–დასავლეთით. ტერიტორია 1150 კმ2–ს   მოსახლეობა  კი 167,3 ათას  კაცს უდრის  (01.01.2006). რაიონული ცენტრი ქალაქი აღდამია.

რაიონში შედის ქალაქი აღდამი და სოფლები  შოთლანლი, შურაბად უმუდლი,გასიმლი,გურდლარი,,შელლი,ფოლადლი,შიხბაბალი,მუღანლი,ფაფრავანდი,გარაფირიმლი,სარიჯალი,გულლერი,გარადაღლი,გულაბლი,აბდალი,, ნოვრუზლი,ქენგერლი,შირვანლი,გარაგაშლი,იუსიფჯანლი,გოითაფა,ჯავაჰირლი,ქოსალილარ,,აბდინლი,სიხავანდი,,გარაშლარი,ბოშირლარი,მალიქლი,ბაშ გუნეიფაია,იენი გარალარი,ხათიბეკლი,სარიჯალი,,დადაშლი,ჰასანხანლი,ქოქალთმა ბირლიი,გაზანჯი,აჩარლი,გარაზეინალლი,ორთაგუნეიფაია,ბალლიგაია, გუზენლი,იმამგულუბეიკლი,ჩულლი,ეივაზლი,უჩოღლანი,ალიბეილი,ქიჩიქლი, ბალლარ,ბაჰარლი,ორთაგიშლაგი,ბოიქბოილი,ყარაბაღლი,რზალარი,ევოღლი,ზანგიშალი,მაჰრიზლი,აფათლი,ჰაჯიმამედლი,ისალარი,,ქუდურლი,ჰაჯითურალი,,ყაჰრამანჩამანლი,შუქურაღალი,ხინდირისტან,სარიჩობან,ფაშაბეკლი,ბაჰარი, ბაიბალარიბაშ გარვანდი,,ორთა გარვანდი, აიაგ გარვანდი,ჩირაგლი, ახმედაღალი,მირაშალლი, ქოლგიშლაგი,იუსიფლი, ქაბლაჰუსეინლი, ბირინჯი ისზბაშლი, იქინჯი იუზბაშლი, სეიდლი,სარიჰაჯილი,ბოზფაფაგლარი,,ბეკლი,მამედბაღირლი,  გიასლი,ქეშთაზლი, ეთიემაზლი,ალიმადათლი,ალიაღალი,გალაიჩილარი,ხაჯინდერბეთლი,მოლლალარი,ქურდლარი,ჩინლი, ჯინლი, მაგსუდლი, ეივაზხანბეიკლი,შიშფაფაგლარი, თარნოითი, თალიშლარი,ჩოლლუ,თაფამაბლა,სუჰბულაგი,თუქაზბანლი, სალაჰსამადლი,ხიდირლი,ახმედავარი, ჩუხურმაჰლა, გულლუჯა, ილხიჩილარი, სუმა, თაღიბეკლი,ბოიახმედლი,გიზილ ქენგერლი, სალაჰლი, მოლლალარი ,სუფულუ,ბაღბანლარი,საიბეკლი,ისმაილბეკლი,მუღანლი,ფირზადლი, შიხლარი, ნამირლი, თაზაქანდი,მანიქლი,მარზილი.

აღდამის რაიონის რელიეფი ძირითადად  ვაკისაგან, ნაწილობრივ კი მთებისაგან შესდგება.ვაკის ტერიტორიაზე  ანტროპოგენური და  ნეოგენური,მთიან ნაწილში კი  თაბაშირის ქანებია გავრცელებული. აქ მოიპოვება   კირი და სხვა საამშენებლო მასალები  (ცემენტის ნედლეული,ხრეში, ქვიშა)..კლიმატი ძირითადად თბილი– მშრალი სუბტროპიკულია. იანვარში საშუალო ტემპერატურა –0.2 ◦ C –იდან –1.8◦ C –ამდე, ივლისში 23◦C–დან 26◦ C –ამდე, წლიური ნალექი 300–550 მმ–ა. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ხაჩინი და  გარგარი. გავრცელებულია წაბლისფერი, მუქი წაბლისფერი, ღია წაბლისფერი , მთის მუქი წაბლისფერი და  მთა–ტყის ყავისფერი მიწები. მცენარეული საფარი ძირითადად  ბუჩქები,მშრალი მინდვრის და  ნახევრად უდაბნოს  ( აღოთი, კუნელი,კვრინჩხი) ტიპისაა.

ცხოველები ტურა,მგელი,მელა  და სხ. ფრინველები  კაკაბი, თურაჯი და სხ. მღრღნელები  მრავლადაა.

აღდამის რაიონში განვითარებულია მემარცვლეობა, მებამბეობა, მეცხოველეობა და მევენახეობა.

რაიონში არის  148 საერთო საშუალო სკოლა; საშუალო  პროფესიული მუსიკალური  სკოლა, 24 კლუბი, დრამატული თეატრი,მუღამის სკოლა, პურის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა და ისტორიულ– მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი , ყურბან ფირიმიროვის სახლ–მუზეუმი,69  ჯანმრთელობის კერა.

რაიონის  უძველესი ისტორიული– არქიტექურული ძეგლებია სოფელ ხაჩინდორბოთლიში გუთლი მუსაოღლის  სამარხი (1314) და  სოფელ ქენგერლის სამარხი (14 ს.)  . სოფელ ფაფრავანდში 18 ს–ის  2 სამარხი, მეჩეთი და სხ.

1993 წლის 23 ივლისს  აღდამის რაიონი  სომეხთა  სამხედრო დაჯგუფებების მიერ ოკუპირებულ იქნა.

აზერბაიჯანის ეროვნული ენციკლოპედია 25 ტომად,, ტომი “ აზერბაიჯანი“, ბაქო 2007 , 851 გვ.