ნოტა ბენე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობის შემსრულებლის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის ჰეიდარ ალიევის განცხადება – 27 აგვისტო 1993 წელი

ხუთ წელზე მეტია,რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა სომხეთის მიერ განხორციელებული   აგრესიის შედეგადაა დაზარალებული   და რადგანაც  აღნიშნული აგრესია დღითიდღე  ფართოვდება   ჩვენი ასობით სოფელი და საცხოვრებელი პუნქტი მტრის მხრიდან ოკუპირებული , დამწვარი და  განადგურებულია  .სასტიკი ომის შედეგად  ათასობით ადამიანი დაიღუპა და უგზო–უკვლოდ დაიკარგა. სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში  ასი ათასობით  მოქალაქე  უსახლკაროდ დარჩა და  აყრილი იქნა  მამა–პაპეული კერებიდან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება -1999 წ. 12 მაისი

1999 წლის 12 მაისს  სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ შეთანხმების მიღების დღიდან ხუთი წელი გავიდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება – ქ. ბაქო 1995 წ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა,–  მიუხედავად   იმისა,რომ  იძულებით  იქნა ომში ჩათრეული და  მისი   ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტის ოკუპირებულ იქნა  და ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მშობლიური მიწებიდან  განიდევნა და ლტოლვილად იქცა ,–   სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური  გზით მოგვარების მომხრეა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება . ქალაქი კი უესტი , 2001 წლის 3 აპრილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანო პატივემულო ბატონო პაუელ!

პატივცემულო მინსკის კონფერენციის თანათავჯდომარეებო!

პატივცემულო შეხვედრის მონაწილეებო!

პატივცემულო მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებო!

ბატონებო და ქალბატონებო!

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი მოწვევისათვის,  , ბატონო სახელმწიფო მდივანო,  უპირველესყოვლისა  მინდა  მადლობა მოგახსენოთ. სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი საქმისათვის  შექმნილი მშვენიერი პირობებისათვის ,მინდა მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალაქ კი უესტის სამთავრობო ორგანოებს და ამ შეხვედრის ყველა ორგანიზატორს.

საფრანგეთის პრეზიდენტს მისი აღმატებულებას ,ბატონი ჟაკ შირაქს – ქ. ბაქო 1999 წელი 20 აპრილი

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო!

  მინდა   სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის  მოგვარების საქმეში  არსებული წარუმატებლობის  გამო  ჩემი შეშფოთება  გამცნოთ.  მოგეხსენებათ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა როგორც იყო  ასევე რჩება ,კვლავ  დარღვეულია,  აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი სომეხთა შეიარაღებული ძალების   ოკუპაციაში იმყოფება.მშობლიური  ადგილ–მამულიდან იძულებით აყრილი და განდევნილი  ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი  ლტოლვილი  ხუთ წელზე მეტია რაც  გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.  გაეროს  უშიშროების საბჭოს 822–ე,853–ე,874–ე და 884–ე  დებულებები , რომლებიც სომეხთა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიების  უპირობოდ  განთავისუფლებას მოითხოვს    დღესაც შეუსრულებელია.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა ბუდაპეშტის შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა –1994 წელი 6 დეკემბერი

პატივცემულო ბატონო თავჯდომარე!

პატივცემულო სახელმწიფო მეთაურებო!

ქალბატონებო და ბატონებო!

 

გამოჩენილი სტუმართამოყვარეობისათვის , ქალაქ ბუდაპეშტში ჩვენი მუშაობისათვის შექმნილი  შესანიშნავი პირობებისათვის  უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ არფად გონთსას  და  უნგრეთის მთავრობას  გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.