მემკვიდრეობა

ქელბეჯერის რაიონის ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Kelbecer

ლამაზი ქვის მოზაიკით  მორთული ქელბეჯერის რაიონის  ისტორიულ–მხარეთმცოდნეობის   მუზეუმი  გახსნილი იქნა 1979 წელს ,რომელიც  მოლლა ვალი ვიდადის ქუჩაზე მდებარეობდა. მუზეუმის ბინა მოიცავდა 900 კვ.მ. ფართს, რომელიც ერთი დერეფნის, 3 კაბინეტისა და 9 საგამოფენო დარბაზისაგან შესდგებოდა. მუზეუმს 30 ათასზე მეტი ექსპონატი ჰქონდა ,რომლებიც აგრეთვე  მუზეუმში ინახებოდა.

აღდამის პურის მუზეუმი

ყარაბაღის მუზეუმები

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე  და კონფლიქტის ზონაში  ჩვენი ქვეყნის მატერიალურ–კულტურული  მემკვიდრეობის ამსახველი 31 მუზეუმი არსებობდა .დღეს–დღეობით 103 ათას ექსპონატიანი  ფონდი  იმ ტერიტორიებზეა განლაგებული,  რომლებსაც სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს .

ჩვენი მიზანია ყარაბაღის მატერიალურ–კულტურული მემკვიდრეობისა და  დანაკარგების შესახებ ახალგაზრდა თაობასა და   საერთაშორისო  ორგანიზაციებს  სწორუპოვარი   ინფორმაცია მივაწოდოთ  .აღნიშნული  იდეა  სიტყვის თავისუფლების დამცველი ფონდისა და   აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული   არა  სამთავრობო ორგანიზაციების  მხარდამჭერი  საბჭოს ფინანსური  დახმარებით  იქნა განხორციელებული .

სარი  აშუღის ხსოვნის მუზეუმი

sariq-asigin-abidesi

ხალხურ ზეპირსიტყვიერ   და  წერილობით ლიტერატურაშიც  ცნობილი ბაიათის  ოსტატის  სარი აშუღის ცხოვრების წლები,მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იყო ქცეული,მისმა სახელმა და ხელოვნებამ  საუკუნეებს  გაუძლო და დღემდე მოაღწია. 1927 წელს არქეოლოგებმა  სარი  აშუღის სამარხის,რომელიც გულაბირდის სასაფლაოზე მდებარეობს კვლევები განახორციელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ სამარხი XVII საუკუნეს განეკუთვნება.